გამოკითხვის შემდეგ ნია იმნაძე გიორგი მალანიას შეხვდა? - ავალიანის მკვლელობის საქმეზე ახალი გარემოებები გამოიკვეთა
შეათანხმეს თუ არა ბრალდებულებმა ჩვენებები - გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე ახალი გარემოებები გამოიკვეთა.
გამოძიება ეჭვობს, რომ 14 ოქტომბერს, მას შემდეგ რაც ნია იმნაძე პირველად გამოკითხეს, არასრულწლოვანი გოგო გიორგი მალანიასთან იმყოფებოდა.
მაშინ ბრალდებულის სტატუსი არც ერთ არასრულწლოვანს არ ჰქონია, თუმცა ეს გარემოება პროკურატურას უჩენს ეჭვს რომ ავალიანის მკვლელობის საქმეზე მხარეები პოზიციებს ათანხმებდნენ.
14 ოქტომბერი არის ის დრო, როდესაც ნია იმნაძე პირველად დაიკითხა გამოძიების მიერ და პირველად დაიბარა საგამოძიებო ორგანომ. ამის შემდეგ, როდესაც ის საგამოძიებო დანაყოფიდან წავიდა, სავარაუდოდ, როგორც ეს ანძების შესახებ ინფორმაციით დასტურდება, იმყოფებოდა სწორედ იმ ადგილზე, სადაც ცხოვრობდა გიორგი მალანია. ეს გვაძლევს იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გიორგი მალანია და ნია იმნაძე თავისი ოჯახის წევრებთან ერთად შეხვდნენ ერთმანეთს და ისაუბრეს მომხდართან დაკავშირებით. შეხვედრასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი დეტალი იყო ის, რომ გიორგი მალანია და ნია იმნაძე ფაქტობრივად, ერთი დანაშაულის თანამონაწილეებად განიხილებიან ჩვენ მიერ, ამიტომ ესეც იქნებოდა ერთ-ერთი მტკიცებულება. თუმცა ეს არ არის ერთადერთი ან ძირითადი მტკიცებულება, რომელიც მათ დანაშაულს ამტკიცებს, ეს არის ერთ-ერთი მტკიცებულება, რომელიც ეხმარება სხვა მტკიცებულებებს ობიექტური ჭეშმარიტების დადგენაში”, - განაცხადა პროკურორმა ქეთევან სონიძემ.
27 წლის გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე პროკურატურამ ბრალი კიდევ ორ არასრულწლოვანს - ნია იმნაძესა და ანასტასია ბერუაშვილს 6 აგვისტოს წაუყენა.
- იმნაძეს ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზებას ედავებიან - დანაშაული 13 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
- რაც შეეხებაანასტასია ბერუაშვილს მას ბრალი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით წარუდგინეს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, მას 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
საქმის მასალების მიხედვით, ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, რომ გიგა ავალიანი მის მიმართ "ზედმეტ ყურადღებას იჩენდა", რითაც მან ალექსანდრე გაბაშვილი წააქეზა, თანამზრახველებთან ერთად თავს დასხმოდა გიგა ავალიანს.
პროკურატურის ინფორმაციით, საბოლოოდ, ალექსანდრე გაბაშვილის, გიორგი რიკაძის და დემეტრე ჩიქოვანის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე ჯგუფურად თავს დაესხნენ გიგა ავალიანს, რომელიც რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.
გიგა ავალიანის საქმეზე 7 პირია დაკავებული: ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე, ანი ნასყიდაშვილი, დემეტრე ჩიქოვანი, გიორგი მალანია, ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი არიან დაკავებულები.
მსგავსი სიახლეები
შსს: გიორგი ფეიქრიშვილმა მოქალაქეს ე.წ. კრიმინალური მფარველობის სანაცვლოდ დიდი ოდენობით თანხის გადახდა მოსთხოვა
საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დავით ფეიქრიშვილმა და მისმა პირადმა დაცვამ ჯგუფურად იძალადეს ახალგაზრდა მამაკაცზე.