შსს: გიორგი ფეიქრიშვილი მოქალაქეს მოკლვლით ემუქრებოდა, თუ ის დიდ ფულს არ გადაუხდიდა

22.09.26 14:02
შსს: გიორგი ფეიქრიშვილი მოქალაქეს მოკლვლით ემუქრებოდა, თუ ის დიდ ფულს არ გადაუხდიდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო ძმებ დავით და გიორგი ფეიქრიშვილების დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

უწყების ცნობით, გიორგი ფეიქრიშვილმა მოქალაქე თბილისში მდებარე საცხოვრებელ სახლში მიიყვანა, სადაც მას ე.წ. კრიმინალური მფარველობის სანაცვლოდ დიდი ოდენობით თანხის გადახდა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

რაც შეეხება მეორე სისხლის სამართლის საქმეს, საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დავით ფეიქრიშვილმა და მისმა პირადმა დაცვამ ჯგუფურად იძალადეს ახალგაზრდა მამაკაცზე.

 თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ორ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისა და გამოძალვის ბრალდებით სამი პირი - წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი 1986 წელს დაბადებული ძმები - გიორგი და დავით  ფეიქრიშვილები, ასევე 1983 წელს დაბადებული კიდევ ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ გიორგი ფეიქრიშვილმა, მოქალაქე თბილისში მდებარე საცხოვრებელ სახლში მიიყვანა, სადაც მას ე.წ. კრიმინალური მფარველობის სანაცვლოდ დიდი ოდენობით თანხის გადახდა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. სამართალდამცველებმა ბრალდებული პირი თბილისში დააკავეს.

რაც შეეხება მეორე სისხლის სამართლის საქმეს, საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დავით ფეიქრიშვილმა და მისმა პირადმა დაცვამ ჯგუფურად იძალადეს ახალგაზრდა მამაკაცზე.

ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ორივე პირი დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს". - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

მასშტაბური სპეცოპერაცია თბილისში "პირველების" ინფორმაციით ღამით ჩატარდა - კრიმინალური პოლიციის სპეცრაზზმი ფეიქრიშვილების სახლებში ღამის 03:00 საათზე შევიდა. 

  • ძმე­ბი ფე­იქ­რიშ­ვი­ლე­ბის სა­ხე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში სხვა­დას­ხვა კრი­მი­ნა­ლურ საქ­მე­ში წლე­ბია ფი­გუ­რი­რებს. და­ვით და გი­ორ­გი (გოგა) ფე­იქ­რიშ­ვი­ლე­ბი წარ­სულ­ში მრა­ვალ­ჯერ არი­ან ნა­სა­მარ­თლე­ვი.

დავით ფეიქრიშვილის სახელი უკავშირდება წლების წინ მომხდარ საუკუნის ძარცვას, რა დროსაც თბილისის შუაგულიდან 2 მილიონი ლარი გაიტანეს. ფეიქრიშვილი მაშინ ოთარ ფარცხალაძის ნდობით აღჭურვილ პირად ითვლებოდა და სწორედ ის სახელდებოდა ამ ძარცვის ორგანიზატორად.

საუკუნის ძარცვაძე 2023 წელს საგამოძიებო რეპორტაჟი "შაბათის ეთერის" გამომძიებელმა ჟურნალისტმა, მარიამ გაფრინდაშვილმა მოამზადა, მოიპოვა ექსკლუზიური კადრები, რომელშიც 5-ვე ბრალდებული ჩანს, საცავში განთავსებულმა კამერებმა დააფიქსირეს თავად დავით ფეიქრიშვილი, რომელსაც ნიღაბიც კი არ უკეთია.

ტყუპი ძმების გვარმა გაიჟღერა ასევე თბილისის ცენტრში მოკლული სოსო ჯო­ხა­ძის საქმეშიც. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფე­იქ­რიშ­ვი­ლებ­სა და ჯო­ხა­ძე­ებს და­პი­რის­პი­რე­ბაც ჰქონ­დათ.

და­ვით ფე­იქ­რიშ­ვი­ლის სა­ხე­ლი უკავშრდება ასევე  ე.წ მა­ზავ­ში­კე­ბის საქ­მე­ს, რა დრო­საც და­ვით გაგ­ნი­ძე, გი­ორ­გი დე­მეტ­რა­ძე და კახა მი­სი­რე­ლი და­ა­კა­ვეს.

ე.წ მა­ზავ­ში­კე­ბის საქ­მის შესახებ:

  • არსებული ინფორმაციით, და­ვით ფე­იქ­რიშ­ვილს სა­ფეხ­ბურ­თო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე, ე.წ "მა­ზით" 140 000 დო­ლა­რი ჰქონ­და მო­გე­ბუ­ლი. თან­ხის გა­დახ­და მის მო­ვა­ლეს გა­უ­ჭირ­და და დახ­მა­რე­ბის­თვის ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს „ავ­ტო­რი­ტეტს“ ვახ­ტანგ (ვატო) ყი­ფი­ანს მი­მარ­თა.
  • ყი­ფი­ა­ნი უკ­რა­ი­ნი­დან თბი­ლის­ში და­ვით ფე­იქ­რიშ­ვილს და­უ­კავ­შირ­და. მა­შინ გავ­რცელ­და ყი­ფი­ა­ნი­სა და ფე­იქ­რიშ­ვი­ლის სა­უბ­რის ჩა­ნა­წე­რიც, სა­დაც ისი­ნი თან­ხა­ზე სა­უბ­რობ­დნენ. ყი­ფი­ა­ნი ფე­იქ­რიშ­ვილს ეუბ­ნე­ბო­და, "ქურ­დუ­ლი წე­სე­ბით", ასეთ დროს მო­გე­ბუ­ლი თან­ხის 20 პრო­ცენ­ტი სად უნდა წა­სუ­ლი­ყო. ფე­იქ­რიშ­ვი­ლი კი ყი­ფი­ანს პა­სუ­ხობ­და, რომ ეს წე­სე­ბი უკვე აღარ არ­სე­ბობს.
  • ძა­ლოვ­ნებ­მა გი­ორ­გი დე­მეტ­რა­ძე, და­ვით გაგ­ნი­ძე და კახა მი­სი­რე­ლი 2010 წლის ივ­ლის­ში, თბი­ლის­ში, ჭავ­ჭა­ვა­ძე­ზე და­ა­კა­ვეს. მან­ქა­ნა სამ­რე­ცხა­ოს­თან რამ­დე­ნი­მე წუ­თით გა­ა­ჩე­რეს და სა­ვა­რა­უ­დოდ, ფე­იქ­რიშ­ვილს ელოდ­ნენ, რომ­ლის­თვი­საც თან­ხა უნდა გა­და­ე­ცათ. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის­გან 40 700 დო­ლა­რი ამო­ი­ღეს და ეს თან­ხა, გა­მო­ძი­ე­ბის მტკი­ცე­ბით, ფე­იქ­რიშ­ვილს ეკუთ­ვნო­და. ვატო ყი­ფი­ანს კი და­მა­ტე­ბით, ფე­იქ­რიშ­ვი­ლის მო­გე­ბუ­ლი თან­ხა, 30 000 დო­ლა­რი უკ­რა­ი­ნა­ში ჰქონ­და ამო­ღე­ბუ­ლი.
  • მა­შინ და­ვით ფე­იქ­რიშ­ვი­ლი პრო­კუ­რა­ტუ­რის საპ­რო­ცე­სო გა­რი­გე­ბას დას­თან­ხმდა და ცი­ხი­დან მა­ლე­ვე გა­თა­ვი­სუფ­ლდა.

მსგავსი სიახლეები