კურიერი იმ არასრულწლოვნების უმკაცრესად დასჯას ითხოვს, რომლებიც მისი თქმით, 7 აგვისტოს ჯგუფურად გაუსწორდნენ
კურიერი იმ არასრულწლოვნების უმკაცრესად დასჯას ითხოვს, რომლებიც მისი თქმით, 7 აგვისტოს ჯგუფურად გაუსწორდნენ- ამის შესახებ დავით დვალიშვილმა სასამართლო პროცესზე პოზიცია ღიად დააფიქსირა.
როგორც კურიერი "პირველებს" ეუბნება, მან მოსამართლეს დეტალურად უამბო მომხდარი ძალადობის შესახებ, თქვა რომ გამეტებით ურტყეს იმიტომ, რომ დაკავებულებს ეგონათ თითქოს კურიერი პოლიციაში რეკავდა.
უმკაცრესად მოვითხოვე დამნაშავეების დასჯა. ვფიქრობ, რომ დღესავით ნათელია, რომ ისინი არიან დამნაშავეები. მე დეტალურად მოვყევი 7 აგვისტოს განვითარებული მოვლენები, თუ როგორ დამესხა თავს ახალგაზრდების ჯგუფი. მე კურიერად ვმუშაობდი, შეკვეთა როდესაც მივიტანე, დავინახე მიმდებარე ტერიტორიას როგორ ჩხრეკდნენ ეს ახალგაზრდები. შემდეგ მათ იფიქრეს, რომ მე პოლიციაში ვრეკავდი, როცა მომხმარებელთან ვრეკავდი, ამის შემდეგ ყველასთვის ცნობილია, როგორ განვითარდა მოვლენები. ამ ხნის განმავლობაში მათი მხრიდან მობიდოიშებასაც კი არ ჰქონია ადგილი. ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილება იქნება სწორი და დამნაშავეები უმკაცრესად დაისჯებიან", - ამბობს დავით დვალიშვილი.
დავით დვალიშვილზე განხორციელებულ ანგარიშსწორებაში 5-მდე მოზარდი იღებდა მონაწილეობას. უფლებადამცველის თქმით, თავდასხმას ჯგუფის ერთ-ერთი წევრი მობილური ტელეფონით იღებდა.