მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებულ ტაქსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა

23.09.26 18:08
მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებულ ტაქსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა

კახეთში მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებულ ტაქსის მძღოლს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

პროცესი გურჯაანის რაიონულ სასამართლოში გაიმართა.

საგამოძიებო უწყების ცნობით გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 60 წელს გადაცილებული კაცი არასრულწლოვანზე რამდენიმე წლის განმავლობაში ძალადობდა, რა დროსაც მისი უმწეობის გამოყენებით სისტემატურად ახორციელებდა სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებებს, მიმდინარე წლის აგვისტოში კი დაზარალებული გააუპატიურა.

  • პროკურატურამ მას ბრალდება არასრულწლოვანის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და გაუპატიურების ფაქტებზე წარუდგინა.

სავარაუდო მსხვერპლი 15 წლისაა, დაკავებული კი მის მეზობლად მცხოვრები პენსიონერია.  "პირველების" ინფორმაციით, საქმეში დევს მტკიცებულებები, რომ კაცი არასრულწლოვანს სექსუალურად მანამდეც ავიწროებდა.

ამბავი კახეთის ერთ- ერთ სოფელში მოხდა. სექსუალურ ძალადობას სავარაუდოდ ადგილი აგვისტოში ჰქონდა, თუმცა "პირველებისთვის" მოწოდებული ინფორმაციით, სკოლის მოსწავლეს ეშინოდა და  ამბავს მალავდა. 

ადგილობრივების თქმით, დაკავებამდე 15 წლის გოგონა ტაქსის მძღოლმა სოფლის სასაფლაოს მიმართულებით წაიყვანა.