1.4 მლნ დოლარის 20.4 მილიონი ცალი მიმდინარე წლის 8 თვეში - კვერცხის იმპორტი 2 620%-ით გაიზარდა
მიმდინარე წლის 8 თვეში საქართველო 1.4 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 20.4 მილიონი ცალი კვერცხი იყიდა - კვერცხის იმპორტის ზრდამ 2 620% შეადგინა.
ინფორმაციას ამის შესახებ BMG ავრცელებს. მთავარი მიმწოდებლები თურქეთი და ბელარუსი არიან.
გამოცემის ცნობით, თურქეთიდან საქართველომ 1.3 მლნ აშშ დოლარის 18 873 ერთეული პროდუქცია შეიძინა. ბელარუსში კი ქვეყანამ 155.5 ათასი აშშ დოლარის 1 550 ერთეული კვერცხი იყიდა.
- გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კვერცხის იმპორტმა 53.6 ათასი აშშ დოლარის მილიონ თვრამეტი ათასი ერთეული შეადგინა.