გიორგი ფეიქრიშვილი პატიმრობაში გაუშვეს - რა თქვა ბრალდებულმა სასამართლოზე
გიორგი ფეიქრიშვილი წინასწარ 2 თვიან პატიმრობაში გაუშვეს - გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ეკა ბარბაქაძემ რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა.
სხდომაზე სიტყვის ისარგებლა ბრალდებულმაც - როგორც ადგილიდან "ტვ პირველის" კორესპოდენტი იუწყება, "კრიმინალურ" წრეებთან დაკავშირებული ბრალდებული პროცესზე ამტკიცებდა, რომ საქმეში მის წინააღმდეგ არცერთი მტკიცებულება არ დევს.
პასპორტიც ჩამომართვით თუ გინდათ, გირაოს გადავიხდი... საქმეში არცერთი მტკიცებულება არ დევს ჩემს წინააღმდეგ", - თქვა გიორგი ფეიქრიშვილმა სასამართლოზე.
გამოძიება ამტკიცებს, რომ გიორგი ფეიქრიშვილმა გურგენაშვილი თბილისში, ერთ-ერთ სახლში აიყვანა და კრიმინალური მფარველობის სანაცვლოდ დიდი ოდენობის თანხის გადახდა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
- მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (გამოძალვა, სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, ჩადენილი დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.