"დავით ფეიქრიშვილმა შეაფურთხა და სცემა" - პროკურატურა ირწმუნება, რომ დაზარალებულმა მომხდარიდან 1 წლის შემდეგ ამოიცნო ბრალდებულები
პროკურატურა ირწმუნება, რომ დაზარალებულმა ტაქსი მძღოლმა მხოლოდ გამოძიების დაწყებიდან ერთი წლის შემდგეგ ამოიცნო დავით ფეიქრიშვილი და მისი დაცვის წევრი, ალექსანდე ჩაფოძე, რომლებმაც მასზე ფიზიკური ძალადობა განახორიციელეს.
დავით დევიძე ამბობს, რომ ინციდენტი ჭავჭავაძის გამზირდე არა 2 წლის წინ, არამედ გასული წლის 2 ოქტომბერს მოხდა.
როცა დაზარალებულმა ამოიცნო ალექსანდე ჩაფოძე და დავით ფეიქრიშვილი, მაშინ დავაკავეთ. 21 სექტემბეს ამოიცნო დაზარალებულამ ბრალდებულები.
მიმდინარეობდა გამოძიება და როგორც გამოძიების მიერ გამოვლინდა ახალი გარემოება, გამოძიებით მოპოვებული იქნა ვიდეო-ჩანაწერები და არა მარტო ვიდეო ჩანაწერები", " - ამბობს სახელმწიფო მბრალმდებელი.
"პირველებმა" დავით დევიძეს ჰკითხა, ერთი წელი რატომ მოუნდა გამოძიება კადრების ამოღებას - პასუხად პროკურორმა თქვა, რომ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას ელოდებოდნენ.
დასკვნის თანახმად, დაზარალებულმა სხეულის მსუბუქი დაზიანება მიიღო.
საქმეზე დანიშნული იყო სამედიცინო ექსპეტიზა, კამერები სრულად არ გვქონია. დაინიშნა ექსპერიზები, დრო დასჭირდა. დადგინდა, რომ განზრახ მსუბუქი დაზიანება მიაყენეს დააზრალებულს"- განაცხადა პროკურორმა
საქმის მასალების და კადრების მიხედვით, სახელმწიფო ბრალდება ამბობს, რომ "დავით ფეიქრიშვილმა შეაფურთხა დაზარლებულს, შემდეგ სცემა, ხოლო მასთან ერთად ის სცემა ალექსანდრე ჩაფოძემ".
პროკურორი ირწმუნება, რომ საქმეში ამის დამადასტურებელი კადრებიც დევს.
კადრებში ჩანს რომ ავტომობილიდან გადმოდიან ადამიანები, მათ შორის დავით ფეიქრიშვილი და ახორციელებენ პირზე ძალადობას, რის შემდეგაც ჭავჭავაძის გამზირზე ხდება მოძრაობის პარალიზება", - თქვა პროკურორმა.
სახელმწიფო ბრალდება ირწმუნება, რომ საქმეში "არანაირი პოლიტიკური ინტერესი არ არის" და არც დაგვიანებულ საგამოძიებო მოქმედებებს აღიარებს.
ასევე 21 სექტემბერს დადგინდა, რომ აღნიშნული ქმედებები ჩაიდინეს დავით ფეიქრიშვილმა და ალექსანდრე ჩაფოძემ, რის შემდეგაც დაუყოვნებლივ მოხდა დაკავება.
სასამართლომ დავით ფეიქრიშვილი და მისი დაცვის თანამშრომელი, ალექსადნრე ჩაფოძემ სიწნასწარ პატიმრობაში გაუშვა.
- "კრიმინალურ" წრეებთან დაახლოებულ დავით ფეიქრიშვილს და მისი დაცვის თანამშრომელს, ალექსანდრე ჩაფოძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ხულიგნობა, ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა გიორგი ფეიქრიშვილსაც.
- მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (გამოძალვა, სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, ჩადენილი დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.