„უსაფრთხოების გარანტია არ არსებობს“ - გორში Kordz-ის კონცერტი გაუქმდა
გორში 26 სექტემბერს ჩანიშნული ალექსანდრე კორძაიას (Kordz-ი) კონცერტი გაუქმდა - მუსიკოსი და ორგანიზატორი უსაფრთხოების ზომების არარსებობას ასახელებენ „ქართული ოცნების“ წევრების განცხადებების ფონზე.
მიზეზი მარტივია: ადგილობრივი ხელისუფლების, „ოცნების“ წევრებისა და პროპაგანდისტული მედიების შეტევისა და მუქარის გამო, ადგილზე უსაფრთხოების არანაირი გარანტია არ არსებობს. საწყენია, რომ ამ პოლიტიკური შეტევის გამო, პირველ რიგში, ადგილობრივი ახალგაზრდები ზარალდებიან. ვწუხვარ, რომ ასეთ რეალობაში ვცხოვრობთ. და დიდი მადლობა ყველას გვერდში დგომისთვის!“ — წერს მუსიკოსი.