სერგეი ლავროვის და მარკო რუბიოს შეხვედრის დეტალები

23.09.26 22:14
სერგეი ლავროვის და მარკო რუბიოს შეხვედრის დეტალები

რუსული მხარე სერგეი ლავროვსა და მარკო რუბიოს შორის გამართული შეხბედრის შესახებ ინფორმაციას ავცრელებს - როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ რუსეთი ერთგული რჩება „სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნების მიღწევის მიმართ,  მათ შორის პოლიტიკურ-დიპლომატიური მოგვარების გზით, მისი ძირეული მიზეზების აღმოფხვრის საფუძველზე“. 

  • შეხვედრა ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შედგა.

„რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა კიევის რეჟიმსა და მის ევროპელ სპონსორებს შორის არსებულ მჭიდრო კოორდინაციაზე. საგნობრივად იქნა განხილული კიევის დესტრუქციული ქმედებები, რომელიც მიზანმიმართულად აყენებს დარტყმებს მშვიდობიან მოსახლეობასა და ტრანსსასაზღვრო ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, რაც გლობალური ენერგეტიკული ბაზრების დესტაბილიზაციას იწვევს"-ნათქვმია განცხადებაში. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა მარკო რუბიომ - როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, ვაშინგტონი უკრაინასა და რუსეთს შორის ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის მიღწევას ცდილობს იმისდა მიუხედავად, რომ ეს რთული ამოცანაა.

„უკრაინელები ტკივილს აყენებენ რუსებს მათი ენერგეტიკის სექტორის დაბომბვებით, რომელიც შემოსავლის წყაროა. რუსული მხარე უკრაინელებს ტკივილს აყენებს მათი ელექტროქსელების მიზანში ამოღებით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ზამთარს ვუახლოვდებით. ასე რომ, ეს არის გამოწვევა - ორივე მხარემ ენერგეტიკა განსაზღვრა როგორც მათი საომარი ქმედებების სტრატეგიული ამოცანა…

ამიტომ არის არც ისე მარტივია რაღაც მომენტში თქვა: “მოდით, შევთანხმდეთ”,” - განაცხადა რუბიომ.

მისი თქმით, ენერგეტიკული დაზავება სასარგებლო იქნებოდა ორივე ქვეყნისთვის და მთლიანად მსოფლიოსთვის.

„ვფიქრობ, პრეზიდენტ ზელენსკის რომ ჰკითხოთ, ის იტყვის, რომ მისი ელექტროქსელების დაცვის შესაძლებლობა მათ ინტერესების შუაგულშია. და სწორედ ამაში შეგვიძლია შეთანხმების მიღწევით დახმარება. და, რა თქმა უნდა, რუსული მხარე დარტყმების წინაშე დგას, რომელიც აქამდე არ უნახავს - ღრმად რუსეთის ტერიტორიაზე და საკვანძო ინდუსტრიების წინააღმდეგ.

ასე რომ, ეს ართულებს ამ შეზღუდულ საფუძველზე შეთანხმების მიღწევას, მაგრამ ეს ასევე არის მიზანი თუ რატომ უნდა ვცადოთ. და ჩვენ ვეცდებით და, ვფიქრობ, მზად ვართ პოზიტიური როლი ვითამაშოთ ამის მიღწევაში”, - განაცხადა რუბიომ.