პუტინის მხარდამჭერი სპორტსმენი ბათუმში ტურნირს დაესწრება
პუტინის მხარდამჭერი სპორტსმენი ბათუმში ტურნირს ISU Junior Grand Prix Batumi 2026-ს დაესწრება - მოციგურავე ევგენი პლუშენკო ფიგურული ციგურაობის ტურნირს დაესწრება.
"ცხელი ბათუმის ყინულზე" - პლუშენკო Instagram-ზე და ყინულის სასახლიდან ვიდეოსაც აქვეყნებს.
ევგენი პლუშენკო ამჟამად შვილის, ალექსანდრე პლუშენკოს მწვრთნელია. 13 წლის მოციგურავე ალექსანდრე პლუშენკო წელს ტურნირზე აზერბაიჯანის სახელით მონაწილეობს. მედიის ცნობით, ალექსანდრე პლუშენკო აზერბაიჯანის ნაკრებში 5 წლით გადავიდა.
პლუშენკო პუტინის დიდი მხარდამჭერი და ნდობით აღჭურვილი პირია. ISU Junior Grand Prix Batumi 2026 24-დან 26 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდება.
ტურნირ – ISU Junior Grand Prix Batumi 2026-ს ფედერაცია ატარებს. მათ „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ტურნირზე სპორტსმენები, რომლებიც რუსეთს წარმოადგენენ, არ მონაწილეობენ.
„აქ არავინ არავის არ იწვევს, საერთაშორისო ფედერაციამ თუ დაუშვა რუსეთი იქნებიან. ჩვენთან ამ ეტაპზე არ არიან, რადგან არ მოხვდნენ განაწილებით.
თუმცა, სადაც გაანაწილა საერთაშორისო ფედერაციამ, იქ იქნებიან და ამას ჩვენ ვერ შევზღუდავთ. პლუშენკო არის მწვრთნელი აზერბაიჯანელი სპორტსმენის და დროშაც იქნება აზერბაიჯანის“-გვითხრეს ფედერაციაში.