რუსეთში მცხოვრები აფხაზი სტუდენტები შესაძლოა, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომში გაიწვიონ

23.09.26 22:27
რუსეთში მცხოვრები აფხაზი სტუდენტები შესაძლოა, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომში გაიწვიონ

რუსეთში მცხოვრები აფხაზი სტუდენტები შესაძლოა, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომში გაიწვიონ.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ოლეგ ბარციციმ განაცხადა, რომ  მოსკოვთან შეხვედრების დროს, რუსეთში მცხოვრები აფხაზი სტუდენტების სამხედრო აღრიცხვის საკითხი განიხილეს.

საოკუპაციო რეჟიმის ე.წ პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ თქვა, რომ ე.წ საგარეო საქმეთა სამინისტრო მისი დავალებით მუშაობს იმის უზრუნველსაყოფად, რომ რუსეთში მყოფი აფხაზი სტუდენტები არა რუსეთის, არამედ აფხაზეთის სამხედრო სამსახურში აღრიცხონ. მისი თქმით, ამ საკითხზე მოლაპარაკებები გრძელდება.

  • ეს განცხადებები ემთხვევა რუსეთის დამოუკიდებელი მედიის მიერ გავრცელებულ ცნობებს, რომლის თანახმადაც, მოსკოვი მობილიზაციის ახალი ეტაპის დასაწყებად ემზადება. 

2025 წელს ძალაში შესული შეთანხმების თანახმად, ორმაგი: რუსეთისა და აფხაზეთის მოქალაქეობის მქონე პირებმა სავალდებულო სამხედრო სამსახური იმ ტერიტორიაზე უნდა გაიარონ, სადაც მუდმივად ცხოვრობენ. ამის საფუძველზე რუსეთში მცხოვრები აფხაზი სტუდენტები შესაძლოა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ სრულმასშტაბიან ომში გაიწვიონ. სამხედრო სამსახური არ შეეხებათ მათ, ვისაც ოკუპირებულ აფხაზეთში სავალდებულო სამხედრო სამსახური უკვე გავლილი აქვს.

 

მსგავსი სიახლეები