გაიოზ ჩარკვიანი ეჭვობს, რომ "მფარველობენ" იმ კლინიკის რეანიმაციის ექიმებს, სადაც მისი შვილი მკურნალობდა
კორონავირუსით გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმე - გაიოზ ჩარკვიანი ეჭვობს, რომ "მფარველები ჰყავს" იმ კლინიკის რეანიმაციის განყოფილების ექიმებს, სადაც მისი შვილი გარდაცვალებამდე მკურნალობდა.
საუბარია „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ თერაპიული განყოფილებაზე.
შვილმკვდარი მამის თქმით, სწორედ მფარველების გამო არ ხდება მედ-პერსონალისთვის ბრალის წაყენება.
გაიოზ ჩარკვიანი "ტვ პირველის" პირდაპირი ეთერიდან კიდევ ერთხელ მიმართავს მთავარ გენერალურ პროკურორს და მას შეხვედრას სთხოვს. შვილმკვდარი მამა აქციებს აგრძელებს.
მთავარ პროკურორს მივმართე, მასაც ორი შვილი ჰყავს, ვთხოვე, შევხდეთ, ჩავხედოთ ერთმანეთს თვალებში, როგორც ადამიანმა ადამიანს. მე თუ ვარ მართალი დამიდექი გავერით, თუ მტყუანი ვარ, მითხარი და გამოდი საჯაროდ. რაც შეეხება იმ განცხადებას რაც გამოაცხვეს, ეს ჩემი კოლეგების დამსახურებაა, იქ ვიდექით შოთაძის პერიოდიდან და ვითხოვდით სიმართლეს.
ძალიან დიდი ხელი აფარია ამ ე.წ. მეორე სართულის რეანიმაციის განყოფილებას, სადაც ჩემი შვილი გარდაცვალებამდე იქ მკურნალობდა. გვაქვს ჩემს ოჯახს ეჭვი, რომ მათ ვიღაცები მფარველობენ და არ არის ის ნება გამოხატული, რომ შესაბამისად მოხდეს ამ ხალხისთვის ბრალდების წაყენება", - განაცხადა გაიოზ ჩარკვიანმა.
პაციენტისთვის ჩატარებული არასათანადო მკურნალობის გამო, რამაც ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება გამოიწვია, „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ თერაპიული განყოფილების ექიმს ბრალდება 2025 წლის თებერვალში წარუდგინეს.
2023 წლის ნომებერში საქართველოს პროკურატურამ, პაციენტისთვის ჩატარებული არასათანადო მკურნალობის გამო, რამაც ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება გამოიწვია, ამავე კლინიკის თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელს წარუდგინეს ბრალდება.
რესპუბლიკური საავადმყოფოს უფროსი ექთანი თეა ბეგიაშვილი წელიწადნახევრიანი სასჯელისგან უკვე გათავისუფლდა. კიდევ ერთი პირი, ვისაც ბრალდება წარუდგინეს ქეთევან ცერცვაძეა.