ზელენსკის განცხადებით, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში 47 ქვეყნის მოქალაქეებს იყენებს
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთი 47 ქვეყნის მოქალაქეებს იყენებს, მათ შორის განის, ნეპალის, ტაჯიკეთის, ინდოეთის, იემენის, კენიის, ზიმბაბვეს, კუბას, ბელარუსის, სუდანის, სამხრეთ აფრიკისა და სხვების.
მის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
,მსურს, უშუალოდ მივმართო ამ 47 ქვეყნის ყოველ წარმომადგენელს: თქვენ იცით, რას აკეთებს რუსეთი თქვენი ადამიანებით. ეს თქვენი მოქალაქეებია. იზრუნეთ მათზე და უცხო ფრონტზე აღმოჩენის საშუალება არ მისცეთ. საშუალება არ მისცეთ პუტინს ამ ომში ჩაგითრიოთ. საშიალება არ მისცეთ რუსეთს თქვენი ხალხის სიცოცხლეებით აქროს თავისი ხანძრები, ფაროს თავისი სირცხვილი და იხდიდეს თავისი სიგიჟისთვის,” - განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე განცხადებით, უკრაინამ სამხრეთ კორეას ორი ჩრდილოეთ კორეელი ომის ტყვე გადასცა.
,,ცოტა ხნის წინ ორი ჩრდილოეთ კორეელი ომის ტყვე გადავეცით კორეის რესპუბლიკას. მათი ცოცხლად დაჭერა მარტივი არ არის. ერთ-ერთმა მათგანმა, როდესაც გაიზარა, რომ ტყვედ ვარდებოდა, თვითმკვლელობა სცადა და ის გაოცებული იყო, რომ ბედმა საშუალება არ მისცა მომკვდარიყო. ასე ზრდიან ხალხს ჩრდილეთში [კორეაში], ეს რეალობაა. თავისუფლებას ართმევენ, არჩევანის შესაძლებლობას ართმევენ და თავში უნერგავენ, რომ რაც არ უნდა იყოს - უნდა მოკვდნენ,” - განაცხადა ზელენსკიმ.