კახა კალაძის მოადგილე ირწმუნება, რომ საბავშვო ბაღებში ნოროვირუსი "გარედან არის შესული"

24.09.26 00:01
კახა კალაძის მოადგილე ირწმუნება, რომ საბავშვო ბაღებში ნოროვირუსი "გარედან არის შესული"

თბილისის მერის მოადგილე, კახა აბულაძე ირწმუნება, რომ საბავშვო ბაღებში ნოროვირუსი "გარედან არის შესული".

აღნიშნული განცხადება "ოცნების" მაღალჩინოსანმა "საზოგადოებრივი არხის" ეთერში გააკეთა. 

თბილისის მერის მოადგილის მტკიცებით, ყველა შესაბამისი უწყების კვლევებით დასტურდება, რომ საბავშვო ბაღებში რამდენიმე დღის წინ, ბავშვების ავადობა ნოროვირუსმა გამოიწვია.

მისივე ინფორმაციით, ნოროვირუსის შემთხვევები არა მხოლოდ საჯარო ბაღების აღსაზრდელებში, არამედ სხვა ასაკობრივ პაციენტებშიც დაფიქსირდა.

ფაქტია, რომ ეს ვირუსი საბავშვო ბაღებში გარედან არის შესული. ამ ეტაპზე, საგამოძიებო პროცესები მიმდინარეობს. ჩვენც ველოდებით დასრულებას, რომ გავიგოთ კონკრეტულად საიდან მოხდა დაინფიცირება.

ჩვენ კარგად გვესმის მშობლებისაც, რადგან ეს თემა ჩვენთვისაც განსაკუთრებით სენსიტიური იყო, სანამ მიზეზი დადგინდებოდა. ერთმნიშვნელოვნად საქმე გვაქვს ვირუსთან, რაც ჩვენ არ გვიკვირს. როგორც გაზაფხულზე, ასევე სააღმზრდელო წლის დაწყებასთან ერთად, საბავშვო ბაღებში ვირუსული პროცესები აქტიურდება ხოლმე. ამ შემთხვევაშიც, სააღმზრდელო პროცესი ორი დღის განახლებული იყო, როცა ავადობის ფაქტები დაფიქსირდა“, - განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ.

მსგავსი სიახლეები