რუსეთმა კიევს ბალისტიკური რაკეტებით დაარტყა - არიან დაღუპულები და დაშავებულები

24.09.26 10:23
რუსეთმა კიევს ბალისტიკური რაკეტებით დაარტყა - არიან დაღუპულები და დაშავებულები

რუსეთმა კიევს ბალისტიკური რაკეტებით დარტყა - არიან დაღუპულები და დაშავებულები.

კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ დნეპროვსკის რაიონში, სადაც ნამსხვრევები კერძო სახლის ეზოში ჩავარდა, შენობა ნაწილობრივ განადგურდა და შესაძლოა, ადამიანები ნანგრევების ქვეშ იყვნენ მოყოლილი.

პოდილსკის რაიონში ნამსხვრევები სამედიცინო დაწესებულების მახლობლად მდებარე ავტოსადგომზე ჩამოვარდა. ავტომობილებს ცეცხლი გაუჩნდა.