თამაზ ელიზბარაშვილი: TV-იმედის შვიდივე ,,ტიტუშკას’’ ადვოკატი აუყვანია და შემომითვალეს, აღიაროს და საჩივარს უკან გავიტანთო
თავისულება აღიარების სანაცვლოდ - პატიმრობაში მყოფი თამაზ ელიზაბარაშვილი ამტკიცებს, რომ მას გარიგებას სთავაზობენ.
როგორც ბიზნესმენი ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს, TV-იმედის შვიდივე თანამშრომელმა, რომელიც რესტორან "სხვაში" იმყოფებოდა, შეუთვალეს, რომ ბრალი აღიაროს და ამის სანაცვლოდ საჩივრის უკან გატანას დაჰპირდნენ.
"ხო და ხო მიხვდით რას შევუთვლიდი? ,,წადით თქვენი ოხერი და მშიშარა ....!!!’’- წერს ელიზბარაშვილი წერილში.
დაკავებული ბიზნესმენი ასევე ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს, რომ ისევ შეზღუდული აქვს ოჯახის წევრებთან კომუნიკაცია.
მეგობრებო, მადლობას გიხდით ყველას, ვინც გვერდში მიდგას ამ პატარა ბოროტ, მშიშარა კაცუნების წინააღმდეგ ბრძოლაში.
მათ ეგონათ, რომ ჩემი ციხეში გამოკეტვით და წამებით შემაშინებდნენ, ამიკრძალეს ლოგინად ჩავარდნილი 84 წლის ავადმყოფ დედასთან დარეკვა და ამ ბოროტებით ტკბებიან ეს ,,დოქსოპოლოები’’.
ცხოვრებაში არასდროს არავისი შემშინებია. თუნდაც ის რაც იმ შვიდმა, ქვეშაფსია პატარა კაცუნებმა იკადრეს იმ დღეს, მეუღლესთან მყოფი მარტო კაცის შეშინება მოინდომეს და აი იქ მოეხნათ დედის ლეჩაქი. გულზე ხელის დადებით უიარაღო ერთმა კაცმა, თამაზ ელიზბარაშვილმა, ისე შავაშინე TV-იმედის ეს შვიდი ,,ტიტუშკა’’, საცვალში ჩაისვარეს და ასე ,,ჩაჯმულებმა’’ მიირბინეს პოლიციაში, ვაიმე გვიშველეთ, თამაზი ბიძიამ შეგვაშინა და სასწრაფოდ დაიჭირეთო. პოლიციის ,,დოქსოპოლოებმაც’’ მაშინვე შეასრულეს, რუსული საქმისათვის დასანქცირებული TV-იმედის ,,ჩაჯმული’’ თანამშრომლების მოთხოვნა.
დღეს გავიგე, რომ ამ შვიდ ჩასვრილ TV-იმედის შვიდივე ,,ტიტუშკას’’ ადვოკატი აუყვანია და მე შემომითვალეს, აღიაროს ელიზბარაშვილმა, რომ ჩვენ დაგვემუქრა ,, ჩაგვაჯმევინა’’ და საჩივარს უკან გავიტანთო.
ხო და ხო მიხვდით რას შევუთვლიდი?.
,,წადით თქვენი ოხერი და მშიშარა დედაც….!!!’’
23.09.2026
თამაზ ელიზბარაშვილი
ადვოკატ ლექსო სვიმონიშვილის თქმით, დაკავებული ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ "საპატიებელი" არაფერი აქვს. ელიზბარაშვილმა ციხიდან გამოგზავნილ არაერთ წერილში ისაუბრა მასზე განხორციელებულ თავდასხმაზე და თქვა, რომ დაზიანებებიც ჰქონდა - კითხვაზე, გამოკითხულები არიან თუ ელიზბარაშვილის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის საქმეზე "ტვ იმედის" თანამშრომლები, ადვოკტი ამბობს, რომ ეს ამ ეტაპზე მისთვის უცნობია.
ჩემთვის უცნობია, მოხდა თუ არა ამ კონკრეტული პირების გამოკითხვა ცალკე საქმეზე, თამაზ ელიზბარაშვილის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის საქმეზე. როდესაც იქნება ამის შესახებ ცნობილი, საზოგადოებას საქმის კურსში ჩავაყენებ", - განაცხადა ადვოკატმა.
თამაზ ელიზბარაშვილი 1 სექტემბერს, მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს. 3 სექტემბერს კი პროკურატურამ მას მუქარის მუხლით ბრალდება წარუდგინა. გამოძიება მუქარისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით მიმდინარეობს. საქმეში 7 დაზარალებული ფიგურირებს, რომელთაგან ოთხის ვინაობაა ცნობილი. ელიზბარაშვილი ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ პროვოკაცია მოაწყვეს.