არ გრცხვენია? - ნიუ-იორკში მყოფ მაკა ბოჭორიშვილს ქართველი ემიგრანტები პროტესტით დახვდნენ

24.09.26 11:41
არ გრცხვენია? - ნიუ-იორკში მყოფ მაკა ბოჭორიშვილს ქართველი ემიგრანტები პროტესტით დახვდნენ

 

 

ნიუ-იორკში მყოფ მაკა ბოჭორიშვილს და საგარეო უწყების მაღალჩინოსნებს ქართველი ემიგრანტები პროტესტით დახვდნენ.

მაშინ, როცა ბოჭორიშვილი საგარეო უწყების თანამშრომლებთან ერთად ერთ-ერთ რესტორანში შედიოდა, მას ქართველმა ქალბატონებმა უთხრეს, რომ "მონა მთავრობას" ემსახურება. 

არ გრცხვენია ქალბატონო ბოჭორიშვილო? მონა მთავრობას ემსახურებით, რატომ არ გაჩერდა ქალბატონი, რატომ არ გველაპარაკა", -  უთხრეს ბოჭორიშვილს. 

მინისტრი პროტესტის მონაწილეებთან არ გაჩერდა. რესტორანთან მისულ საქართველოს მოქალაქეებს საგარეო უწყების თანამშრომელი გაესაუბრა. მას ქალბატონებმა უთხრეს, რომ შვილებისგან შორს ლუკმა-პურის საშოვნელად არიან წამოსულები. 

"საქართველოშიც არის სამუშოა ადგილები" - უთხრა საგარეო თანამშრომელმა პროტესტის მონაწილეებს. 

თავდაპირველად არსებული ინფორმაციით, იმავე რესტორანში კობახიძეც უნდა მისულიყო, თუმცა პროტესტის დაანონსების პარალელურად, როგორც ჩანს, მან გადაიფიქრა.

ვიდეოს ნეტგაზეთი ავრცელებს. 

მსგავსი სიახლეები