თამაზ ელიზბარაშვილს შესაძლოა, ბრალი დაუმძიმდეს
დაიწყება თუ არა თამაზ ელიზბარაშვილის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლებრივი დევნა? - ბიზნესმენს შესაძლოა, ახალი ბრალი დაუმძიმდეს. საუბარია სავარაუდო ცრუ ჩვენებაზე.
ამ საქმის ერთ-ერთი მთავარი ანტი გმირის, შაკო კუჭაშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ელიზბარაშვილისთვის ფიზიკური დაზიანება არ მიუყენებია და ოცნების კრიტიკოსმა ბიზნესმენმა გამოძიებას ცრუ ჩვენება მისცა.
"ქართული ოცნების" მხარდამჭერების ადვოკატები არ გამორიცხავენ, რომ გამოძიებას შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდონ.
თავად ელიზბარაშვილის მხარე შეგვეხმიანა და მათ აინტერესებდათ ჩვენი პოზიცია. ჩვენ არ დავკავშირებივართ მათ. თვითონ დაგვიკავშირდნენ, რომ ჩვენი პოზიცია გაგვენდო მათთვის. როდესაც მე ჩავერთე, მე დამიკავშირდნენ როგორც ადვოკატს მისი უფლებადამცველები. ჩემს ჩართვამდე ასევე ცდილობდნენ დაზარალებულებთან ურთიერთობას. რაც შეეხება შინაარს, დიახ ვადადსტურებ, რომ ჩვენ გვაქვს ეს პოზიცია.
თამაზ ელიზბარაშვილი საუბრობს, რომ თითქოს შაკო კუჭაშვილმა მას მიაყენა ფიზიკური დაზიანება და მასზე იძალადა ფიზიკურად, ეს წარმოადენს მტკნარ სიცრუეს. ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია, შესაბამისად ჩვენ ამის სამართლებრივი რეაგირებსი გარეშე დატოვებას არ ვაპირებთ.
თუკი ჩვენ დაგვიბარებს საგამოძიებო ორგანო, რა თქმა უნდა, ამ კითხვებს პასუხებს გავცემთ, თუ არადა ჩვენ ჩამოვყალიბდებით სამომავლო სტრატეგიაზე", - აცხადებს ადვოკატი არჩილ ბერიანიძე.
დაკავებული ბიზნესმენის მეუღლე კი დაზარალებულად გამოცხადებულ მხარეს უანონსებს, რომ მალე დაიდება ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც იტყვის, ჰქონდა თუ არა დაზიანებები თამაზ ელიზბარაშვილს.
რას ცდილობენ არ ვიცი. ჩვენ ვაკეთებთ ექსპერტიზას და დაიდება დასკვნა, რა ადგილას მოხვდა ხელი და როგორ. მე რასაც შევესწარი, იყო სიტყვიერი ხმამაღალი საუბარი და კამერებში ჩანს ბევრი რამე", - ამბობს ანი სუჯაშვილი.
თამაზ ელიზბარაშვილი 1 სექტემბერს, მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს. 3 სექტემბერს კი პროკურატურამ მას მუქარის მუხლით ბრალდება წარუდგინა. გამოძიება მუქარისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით მიმდინარეობს. საქმეში 7 დაზარალებული ფიგურირებს, რომელთაგან ოთხის ვინაობაა ცნობილი. ელიზბარაშვილი ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ პროვოკაცია მოაწყვეს.