"პირველების" ინფორმაციით, ქობულეთის მეექვსე ბაღის წინ სროლა იყო

24.09.26 15:24
"პირველების" ინფორმაციით, ქობულეთის მეექვსე ბაღის წინ სროლა იყო

 

 

"პირველების" ინფორმაციით, ქობულეთის მეექვსე ბაღის წინ სროლა იყო - როგორც "ტვ პირველს" ეუბნებიან, წყალსადენის შენობის ეზოდან წყალსადენის დირექტორმა სულხან გვარჯალაძე სამი გასროლა განახორციელა. 

სულხან გვარჯალაძე ინფორმაციას უარყოფს და ამბობს, რომ მას არ უსვრია.

მე გასული ვიყავი, არა რა მისვრია, რას ლაპარაკობთ. დამირეკეს კი მეც და რავიცი ტყეეა, მონადირეები დადიან"- ეუბნება სულხან გვარჯალაძე "ტვ პირველს"

სროლის შესახებ ინფორმაციას "პირველებს" ბაღის დირექტორი, ლია გოგიტიძეც უდასტურებს, თუმცა ირწმუნება, რომ გასროლა ბაღის ტერიტორიაზე არ მომხდარა. 

სროლა იყო, ხმა გავიგეთ და გამოვედით, თუმცა აქეთ არ ყოფილა, ჰაერში იყო, პოლიციაში დასარეკი არ იყო თორემ დავრეკავდი", - ამბობს დირექტორი.