პატიმრების მშობლებმა ევროპის მაუწყებელთა კავშირს მიმართეს - ისინი საზმაუს საეთერო დროს ითხოვენ

24.09.26 16:06
პატიმრების მშობლებმა ევროპის მაუწყებელთა კავშირს მიმართეს - ისინი საზმაუს საეთერო დროს ითხოვენ

რატომ არ აშუქებს საზოგადოებრივი მაუწყებელი პატიმრების ოჯახების ბრძოლასს პროპაგანდის წინააღმდეგ - მშობლებმა ევროპის მაუწყებელთა კავშირს აცნობეს, რომ საქართველოში ხალხის მიერ დაფინანსებული ტელევიზია შერჩევითი პრინციპით ხელმძღვანელობს და მათი აქტივობების იგნორირებას ახდენს.

ოჯახები ამბობენ, რომ იყვნენ 50-ზე მეტ ქალაქსა და რაიონში, შეხვდნენ ასიათასამდე მოქალაქეს, გაავრცელეს 55 ათასზე მეტი გაზეთი, მაგრამ  საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში არცერთ რეგიონში მათი ჩასვლა არ გაუშუქებიათ.

ჩვენ გვინდა ევროპის მაუწყებელთა კავშირს მივაწოდოთ ეს ინფორმაცია, რომ მან, თავისი მანდატის ფარგლებში მოახდინოს ან მონიტორინგი, ან რაღაც ზეგავლენა, რომ ჩვენ მოგვეცეს საშუალება საეთერო დროსი, რომ ჩვენ, სინდისის პატიმრის ოჯახის წევრებს, გამოვიდეთ და ჩვენი სატკივარი ფართო საზოგადოებას მივაწოდოთ, იმიტომ რომ ყველაფერი, რაც ჩვენს გარშემო ხდება, ძალიან მნიშვნელოვანია რა მარტო ჩვენი ოჯახებისთვის, არამედ ჩვენი ქვეყნისთვის, - განაცხადა გიორგი ჩიკვაიძის დედამ, ეკა წერეთელმა. 

მსგავსი სიახლეები