პროტესტი მისაქციელის სკოლასთან - მშობლებს ექსპერტიზის დასკვნის არ სჯერათ

24.09.26 17:32
პროტესტი მისაქციელის სკოლასთან - მშობლებს ექსპერტიზის დასკვნის არ სჯერათ

პროტესტი მისაქციელის სკოლასთან - განათლების სამინისტროში დღეს თქვეს, რომ შენობის დემონტაჟის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ გადაიხედებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ  სხვადასხვა სოფელში მცხოვრები ასობით მოსწავლის  ბედი ბუნდოვანი იქნებაა.

ისინი ან სრულად უნდა გადაიყვანონ ონლაინ სწავლებაზე ან  სხვა ალტერნატივა შესთავაზონ. მასწავლებლებს და მშობლებს აქვთ ეჭვი, რომ  ექსპერტების დასკვნა არასანდოა და რეალურად შენობა ნგრევას არ საჭიროებს.

თუ ეს სკოლა დასანგრევი იყო, რატომ მიიღეს ბავშვები, ვინ იყო პასუხისმგებელი, - ამბობენ ისინი.

1 კვირა დასჭირდა თბილისიდან აქამდე ექსპერტიზის პასუხის გადმოგზავნას, რაც წესით უნდა ყოფილიყო, რადგან სწავლა რის საფუძველზე შეწყდა, თუ ექსპერტიზის პასუხი არ ჰქონდათ. თურმე სკოლა ექვემდებარება დანგრევას და ახალი სკოლა უნდა აშენდეს, ვიდრე ეს სკოლა დასრულდება, სად მიჰყავთ ბავშვები მაქამდე. კი ვიცით, რამდენი წელი გრძელდება სკოლების მშენებლობა, კორპუსები მალე სრულდება, სკოლები ვერა. არავინ გვეუბნება, ან სად მიჰყავთ, ან ტრანსპორტირება როგორ წარმოუდგენიათ, 620 ბავშვის. უნდობლობა გვაქვს ამ ექსპერტიზის პასუხით. ვითხოვთ დამოუკიდებელ ექსპერტიზას, ველოდობით ამ ეტაპზე დირექტორს, თუ ოფიციალურ მიმართვას და მოთხოვნას დირექტორი გააკეთებს, რომ ჩატარდეს ექსპერტიზა, თუ არადა დავორგანიზდებით მშობლებიდ ა ჩვენი სახსრებით და ძალებით ჩავატარებთ, - განაცხადა ერთ-ერთმა მშობელმა. 

ადგილზე მივიდა სკოლის დირექტორიც, თუმცა, მან კითხვებს არ უპასუხა.

 

მსგავსი სიახლეები