რუსებმა კიევში საცხოვრებელ კორპუსს დრონებით დაარტყეს
რუსებმა კიევს დრონებით შეუტიეს - კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, რუსულმა ძალებმა დრონით სოლომიანსკის რაიონში 5-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს დაარტყეს.
კლიჩკოს თქმით, თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა.
მაშველებმა 20-მდე მცხოვრების გადარჩენა შეძლეს. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება იყო კიევში მდებარე ერთ- ერთ სავაჭრო ცენტრში, ლავინა მოლშიც და იაპონური რესტორნების ცნონილ უკრაინულ ქსელშიც, სადაც სუშის მარაგებია განადგურებული. ააფეთქეს ამერიკული მაკდონალდსის საწყობიც.
რუსული ძალების თავდასხმამდე კიევში საჰაერო განგაში გამოცხადდა.