დუშეთის მუნიციპალიტეტში 2 პირი დაჭრეს

26.09.26 10:24
დუშეთის მუნიციპალიტეტში 2 პირი დაჭრეს

დუშეთის მუნიციპალიტეტში 2 პირი დაჭრეს - მოქალაქეებს ჭრილობები ცივი იარაღით აქვთ მიყენებული. 

სისხლიან ანგარიშსწორებს წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება და ჩხუბი.

შსს-ს ცნობით,  ორი პირის მიმართ განხორციელებული ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით, 1 პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დუშეთის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით ორი პირი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი მამაკაცები შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს". - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

მსგავსი სიახლეები