სამტრედიაში მატარებელი ახალგაზრდა კაცს დაეჯახა - ის ადგილზე დაიღუპა
ტრაგედია სამტრედიაში - მატარებლის დაჯახების შედეგად ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა.
შემთხვევა სანავარდოს დასახლების მიმდებარედ გუშინ მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მოპირდაპირე მხარეს აპირებდა გადასვლას, რა დროსაც უბედური შემთხვევა მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.