ზელენსკი: მოვუწოდებთ პრეზიდენტ ტრამპს, „ლინდსი გრემის აქტი“ აღასრულოს

26.09.26 14:20
ზელენსკი: მოვუწოდებთ პრეზიდენტ ტრამპს, „ლინდსი გრემის აქტი“ აღასრულოს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მოუწოდებს,  „ლინდსი გრემის აქტი“ აღასრულოს რუსეთისა და ყველა იმ ქვეყნის წინააღმდეგ, ვინც მის ომს ფინანსურად მხარს უჭერს.

ამის შესახებ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, რითაც გასულ ღამეს რუსეთის მიერ განხორციელებულ თავდასხმებს ეხმაურება. 

მისი თქმით, რუსულმა ძალებმა კიევის, ზაპოროჟიეს, ოდესის, სუმისა და ხარკოვის ოლქებში საცხოვრებელ სახლებს დაარტყეს., რის შედეგადაც 14 ადამიანი დაშავდა.

ზელენსკის განცხადებით, უკრაინის პარტნიორებმა არ უნდა დაივიწყონ, რომ რუსეთი ესკალაციას ყოველდღიურად ახდენს და უფრო ძლიერი პასუხი უნდა აირჩიონ.

თუ რუსებმა გადაწყვიტეს, რომ დარტყმები კიდევ უფრო სასტიკი გახადონ, მაშინ მსოფლიომ უფრო ძლიერი პასუხი უნდა აირჩიოს. მოვუწოდებთ პრეზიდენტ ტრამპს, „ლინდსი გრემის აქტი“ აღასრულოს რუსეთისა და ყველას წინააღმდეგ, ვინც მის ომს ფინანსურად მხარს უჭერს. პრეზიდენტებს, ანტონიო კოშტასა და ურსულა ფონ დერ ლაიენს დამატებითი ევროპული სანქციების დაწესებისკენ მოვუწოდებთ. ყველა ლიდერს მოვუწოდებთ, რომ რუსი ოლიგარქები უკვე არსებული სანქციების სიებიდან არ ამოიღონ“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი

მსგავსი სიახლეები