ზუგდიდში, გმირთა ხეივანში გიორგი ანწუხელიძის ბიუსტი გაიხსნა

26.09.26 16:06
ზუგდიდში, გმირთა ხეივანში გიორგი ანწუხელიძის ბიუსტი გაიხსნა

ზუგდიდში, გმირთა ხეივანში, დღეს საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის ბიუსტი გაიხსნა - ცერემონიას ესწრებოდა გიორგი ანწუხელიძის მეუღლე მაკა ჩიკვილიძე. 

ბიუსტი დადგმა გმირთა ხეივანში აფხაზეთის მეომართა კავშირის ინიციატივით მოხდა. 

გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის ომში რუსებს ტყვედ ჩაუვარდა და  სასტიკი წამების შემდეგ ცემით მოკლეს.

მას ქვეყნის ეროვნული გმირის წოდება 2013 წლის 15 აპრილს მიენიჭა, სიკვდილის შემდეგ ასევე დაჯილდოებულია  ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით და  "სამშობლოსათვის თავდადებულის" მედლით!  ქართველი გმირის სახელს ატარებს საქართვლოს სერჟანტთა აკადემიაც.

მსგავსი სიახლეები