ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში - რუსეთის ვიცე-პრემიერმა სოხუმის სანაპიროზე გაისეირნა და როიალზე დაუკრა
რუსეთის მთავრობის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დენის მანტუროვი დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა.
აფხაზეთში ვიზიტის ფარგლებში, დენის მანტუროვის ვიზიტის არაფორმალური ნაწილი სოხუმის სანაპიროზე წარიმართა. ე.წ. პრეზიდენტ ბადრა გუნბას თანხლებით, მან გაისეირნა განახლებულ დიოსკურების სანაპიროზე და კაფე „ბრეხალოვკას“ ესტუმრა.
როგორც რუსული მედია წერს, რუსეთის ვიცე-პრემიერი ასევე მიუჯდა იქ ახლახან დადგმულ როიალს და შეასრულა მელოდია საბჭოთა ფილმიდან „ნადირობის შემთხვევა“.
რაც შეეხება დენის მანტუროვის ოფიციალური ვიზიტს ნაწილს, რუსული მედიას წერს, რომ ე.წ. პრეზიდენტ ბადრა გუნბასა და დენის მანტუროვს შორის განხილულ იქნა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები, ასევე ბიზნესკავშირების გაფართოების მნიშვნელობა.