კორპუსები საფლავების ნაცვლად?- რა ხდება ამაშუკელის ქუჩაზე

26.09.26 21:59
კორპუსები საფლავების ნაცვლად?- რა ხდება ამაშუკელის ქუჩაზე

იქ, სადაც წლების წინ სანთლებს ანთებდნენ და მიცვალებულთა ხსოვნას პატივს მიაგებდნენ, მალე  16 სართულიანი კორპუსი იქნება - მშენებელმა კომპანიამ, "ბადენი ლისმა" სამზადისი უკვე დაიწყო.

ლისის ტბისკენ მიმავალ გზაზე, ამაშუკელის ქუჩაზე მცხოვრები ადამიანები გვიყვებიან, რომ ადგილი, რომელსაც ახლა სამშენებლო მოედნად ამზადებენ, აფხაზეთის ომის შემდეგ იქცა სასაფლაოდ.

მათივე თქმით, როგორც კი ამაშუკელის სამი ნომრით მიმართ დეველოპერის ინტერესი გამოჩნდა, ადგილობრივებმა მერიაში წერილების გაგზავნა და მუნიციპალური ინსპექციის გამოძახება დაიწყეს. ეს ხდებოდა იქამდე ვიდრე დედაქალაქის მერია ნებართვას გასცემდა.

ფერდის მაცხოვრებელი ორ საკითხს დაობდნენ:

  • პირველი - საფლავებს ეხებოდა,
  • მეორე  - განაშენიანების რეგულირების გეგმის დარღვევას. 

მოსახლეობა ამტკიცებს, რომ ახალი კორპუსების ასაშენებლად ნებართვა ისე გაიცა, რომ არავის შეუმოწმებია იქ არსებული საფლავები. არ ყოფილა არც საჯარო განცხადება, რომ აქ დაკრძალული მოქალაქეების ოჯახის წევრები მოეძებნათ.

11 ათას 695 კვადრატულ მეტრ ფართზე, 14 მიწისზედა სართულიანი შენობა უნდა ჩადგან. სადავო ტერიტორიის ქუჩის მეორე მხარეს მუნიციპალური სასაფლაოა. 

"ბადენი ლისის" წარმომადგენელი ადასტურებს, რომ იქ, სადაც კორპუსს აშენებენ მოსამზადებელი სამუშაოების დროს, საფლავების ჯვრები ნამდვილად ნახეს. ამიტომ დამკრძალავ კომპანია "ჰერმესს" მიმართეს, რომ მიცვალებულები სხვა სასაფლაოზე გადაასვენონ რომ კორპუსის აშენება შეძლონ.

ამაშუკელის სამი ნომრის მოპირდაპირე მხარესაც სასაფლაოა. ესეც დევნილების სასაფლაოდ ითვლება. ამ შემთხვევაშიც ანალოგიური მდგომარეობაა. სასაფლაოდან  რამდენიმე მეტრში, Gianti Palace ახალი კორპუსს აშენებს. 

ნატა ქაჯაიას სპეციალური რეპორტაჟი

მსგავსი სიახლეები