"საქართველო ივანიშვილის წინააღმდეგ" - თბილისში შაბათის მარში მიმდინარეობს

26.09.26 21:26
"საქართველო ივანიშვილის წინააღმდეგ"  - თბილისში შაბათის მარში მიმდინარეობს

"საქართველო ივანიშვილის წინააღმდეგ" -  პარლამენტის მიმართულებით საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს. 

შაბათის ტრადიციული საპროტესტო მარში ავლაბრის მეტროდან დაიძრა. 

აქციის მონაწილეები სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით აკეთებენ კომენტარებს და ამბობენ, რომ "ქართველი საზოგადოება" აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დათმობას არ აპირბს: 

ჩვენ უნდა დავანახოთ ქოცებს და პირველ რიგში რუსეთის იმპერიას, რომ ქართული საზოგადოება, ქართველი ერი არასდროს შეეგუება აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაკარგვას. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ საბოლოოდ გავიმარჯვებთ და აღვადგენთ საქართველსო ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ არ შევეგუებით ბორია რუსის რეჟიმს. ბოლომდე ვიბრძოლებთ" -აცხადებს კახა მიქაია. 

მსგავსი სიახლეები