ზუგდიდში საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ბიუსტი გაიხსნა

27.09.26 12:06
ზუგდიდში საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ბიუსტი გაიხსნა

ზუგდიდში საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ბიუსტი გაიხსნა. ეროვნული გმირების პარკში მის ხსოვნას პატივი სამხედროებმა, ანწუხელიძის ოჯახის წევრებმა და ადგილობრივებმა მიაგეს.

ღონისძიება აფხაზეთის მეომართა კავშირის ინიციატივით გაიმართა. შეკრებილებს ასევე უჩვენეს დოკუმენტური ფილმი „გიორგი ანწუხელიძე - გმირის გზა“.

ძალიან მეამაყება, რომ აქ ვარ და ვესწრები ამ ღონისძიებას. მადლობას გადავუხდი აფხაზეთის მეომართა კავშირს და ყველა იმ ადამიანს, ვინც მიიღო ამ ღონისძიებაში მონაწილეობა, - თქვა ანწუხელიძის მეუღლემ, მაკა ჩიკვილაძემ. 

მსგავსი სიახლეები