21-ე სკოლაში, რომლის დემონტაჟიც იგეგმებოდა, სწავლა ხვალ განახლდება

27.09.26 17:34
21-ე სკოლაში, რომლის დემონტაჟიც იგეგმებოდა, სწავლა ხვალ განახლდება

თბილისის 21-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი ხვალ განახლდება. საუბარია შენობაზე, რომლის დემონტაჟსაც განათლების სამინისტრო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე გეგმავდა. თუმცა, ფართომასშტაბიანი სამუშაოების ნაცვლად, უწყებამ შენობის რეაბილიტაცია გადაწყვიტა. დაგეგმილია ფასადზე დაზიანებული ბათქაშის მოხსნა, ხოლო სარდაფში არსებული ბზარების ცემენტით ამოვსება. უსაფრთხოების მიზნით სკოლაში მანდატურების რაოდენობაც გაიზარდა.

მოსწავლეების მშობლები ამბობენ, რომ ეს მათი ბრძოლის შედეგია, თუმცა ფიქრობენ, რომ საკითხი ჯერ კიდევ ბოლომდე მოგვარებული არ არის.

ჩვენ ეს ბრძოლა მოვიგეთ, მაგრამ ომი, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ წინ არის და იმის მოლოდინი არ გვაქვს, რომ ყველაფერი ამით დასრულდა. რა თქმა უნდა, მზადყოფნაში ვართ და ვიცით, რომ უბრალოდ, დროებით გაგვაჩუმეს. იმდენად არგუმენტირებულად გააკრიტიკეს ეს დასკვნა, ერთკაციანი დასკვნა და იმდენად ჩიხში მოაქციეს განათლების სამინისტროც და ინფრასტრუქტურის სამინისტროც, რომ მათ არ ჰქონდეს კონტრარგუმენტები, რომ სკოლა ნამდვილად არ არის დასანგრევი. შემდეგ იძლებულები გახდნენ მოსულიყვნენ აქ, თავისი თვალით დაეთვალიერებინათ, რომ სკოლას არაფერი ისეთი კატასტროფული არ სჭირს, თორემ ჩვენ მშობლები ვართ და პირველ რიგში, ჩვენი შილების უსაფრთხოება გვადარდებს, - ამბოლბს ერთ-ერთი მშობელი. 

მსგავსი სიახლეები