"ლიფტი მეათე სართულიდან მოწყდა"- "პირველებმა" სანზონაში მომხდარზე ახალი დეტალები გაარკვია
სანზონაში, ლიფტის ჩამოწყვეტის შედეგად დაშავებული 6 პირიდან ნაწილი სახლში გაწერეს - მათ მრავლობითი დაჟეჟილობები და მოტეხილობა აღენიშნებათ. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სიკვდილს გადარჩენილები ორ კლინიკაში გადაანაწილა.
ირკვევა, რომ დაშავებულთა შორის მოზარდებიც არიან.
ლიფტი კი მეათე სართულზე მოწყდა და პირველ სართულზე გაჩერდა.
როგორც "პირველებმა" ადგილზე გაარკვია დაშავებულები დაბადების დღის წვეულებიდან ბრუნდებოდნენ.