საია საერთაშორისო პრემია Right Livelihood-ის ლაურეატი გახდა

30.09.26 11:33
საია საერთაშორისო პრემია Right Livelihood-ის ლაურეატი გახდა

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ 2026 წლის Right Livelihood-ის პრემიის, საერთაშორისო დონეზე „ალტერნატიული ნობელის პრემიის“ სახელით ცნობილი ჯილდოს ლაურეატი გახდა.

პრემიის ჟიურიმ საია დააჯილდოვა „ქართული დემოკრატიის მშენებლობისა და დაცვისთვის, ასევე, ავტოკრატიული რეპრესიების პირობებში სამოქალაქო აქტიურობის შენარჩუნებისთვის“.

  • Right Livelihood-ის პრემია 45 წელზე მეტია, გაიცემა და დღემდე 82 ქვეყნის 207 ლაურეატს მიენიჭა.

„საიას“ თავმჯდომარე თამარ ონიანის, თქმით, „ეს ჯილდო ორგანიზაციის მრავალწლიანი შრომის აღიარებაა - იმ მუშაობის, რომელიც საქართველოში დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს დამკვიდრებისთვისაა საჭირო.“

Right Livelihood-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ოლე ფონ იუქსკიულმა განაცხადა: „ქვეყანაში, სადაც განსხვავებული აზრის გამოხატვის სივრცე სულ უფრო ვიწროვდება, საიას არასდროს დაუხევია უკან და ყოველთვის იქ იყო, სადაც მისი დახმარება სჭირდებოდათ: სასამართლო დარბაზებში, სოფლებში, იმ ადამიანების ცხოვრებაში, რომლებსაც სხვაგან მიმართვა აღარ შეეძლოთ. ეს ჯილდო აღიარებს იმას, რაც ქართველებმა უკვე იციან: საია ქართული დემოკრატიის ხერხემალია“.

„საიამ“ მოქალაქეებს წლების განმავლობაში 1,5 მილიონამდე უფასო იურიდიული კონსულტაცია გაუწია.
„კვლავაც ჩვენი პრინციპების ერთგულნი ვრჩებით ადამიანის უფლებების დაცვისა და სამართლის უზენაესობის განმტკიცების საკითხში“, - განაცხადა ორგანიზაციამ. 

მსგავსი სიახლეები