ცნობილია, რამდენი წლით პატიმრობა მიუსაჯეს მძღოლს, რომელმაც ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

30.09.26 14:46
ცნობილია, რამდენი წლით პატიმრობა მიუსაჯეს მძღოლს, რომელმაც ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

ბრალდებული, რომელმაც „კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდა"-ს საავტომობილო გზაზე მოძრაობის დროს, ორ ქვეითს იმსხვერპლა  სასამართლომ 9 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილება ახალციხის რაიონულმა სასამართლომ მიიღო. 

პროკურატურა წერს, რომ სასამართლოზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ „კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდა"-ს საავტომობილო გზაზე მოძრაობის დროს, ბრალდებული ორ ქვეითს შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი პირი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი იმავე დღეს საავადმყოფოში.

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ 7 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ასევე, 3 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.