მივიღეთ აბსოლუტური ჯოჯოხეთი - ოპოზიცია "ოცნების" 14 წლიან მმართველობას აფასებს

01.10.26 12:04
 მივიღეთ აბსოლუტური ჯოჯოხეთი - ოპოზიცია "ოცნების" 14 წლიან მმართველობას აფასებს

"ქართული ოცნება" ხელისუფლებაში ყოფნის 14 წლისთავს უმძიმეს რეალობაში აღნიშნავს - ასეთია ივანიშვილის ოპონენტების შეფასება. მათი თქმით, "ქართული ოცნება "ჯოჯოხეთში" ამყპფებს ხალხს, ვისაც უკეთეს მომავალს ჰპირდებოდა. 

გაჭირვება, უმუშევრობა,  ქვეყნიდან ხალხის მასობრივი გაქცევა, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაა, ძალადობა დემონსტრანტებზე და  ამ პროცესებში ჩართული პირების წახალისება  - ეს არის იმ პრობლემების ჩამონათვალი, რაც ოპოზციის შეფასებით "ქართულმა ოცნებამ" ქვეყანას მოუტანა. 

უმთავრეს პრობლემად ივანიშვილის იოპონენტები შეჩერებულ ევროინტეგრაციას ასახელებენ. 

მიუხედავად იმისა, რომ იმ კატეგორიას არ მივეკუთვნები, რომელსაც 2012 წლის იდეალებზე შეიძლება ელაპარაკო, მე პირადად 2012 წლის 1 ოქრომბერს ხმა მივეცი იმ ცვლილებს, რომელიც იმ მომენტში საჭირო იყო.

ხო, ძალიან ცუდი რაღაც ჩამოვიდა, აბსოლუტურად სხვა რაღაც შევუკვეთეთ.

მაშინ გაჩნდა იმედი, რომ ამ ქვეყნაში დემოკრატია შედგა, რომ ხელისუფლების გადაცემა მშვიდობიანი გზით მოხერხდა და თოთხმეტი  წლის თავზე მივიღეთ აბსოლუტური ჯოჯოხეთი ამ თვალსაზრსით.

ბევრად უფრო რთულ წერტილში ვართ, ვიდრე თუმდაც წინა ცხრა წელში ან თუმდაც შევარდნაძის პერიოდში. ის სამოქალქო დაპირისპირებაც, საზოგადოებრივი დაპირისპირებაც, რომელუიც დღეს არის, შეიძლება შევადაროთ 90-იანი წლების დასაწყისს. ის სიღარიბე, რომელიც დღეს არის, შეგვიძლია ცალსახად შევადაროთ 90-იანი წლების დასაწყისს"- აცხადებს თაზო დათუნაშვილი, "ძლიერი საქართველოს - ლელოს" აღმასრულებელი მდივანი. 

ამ 14 წლის მანძილზე საქართველოში ქართველები არიან გადაშენების პირას მისულები, არა მხოლოდ სახელმწიფოს ინსტიტუტები განადგურდა, არამედ, დიახაც, მაქსიმუმი არის ემიგრაციის, ისტორიული მინიმუმია შობადობის, შენდება არაბულიუ ქალაქები, იხსნება რუსული სკოლები, ქვეყანა არის ქცეული საერთაშორისო თაღლითური სქემების ჰაბად და ცენტრად და ამ პირობებში, რა თქმ აუნდა, ქართულ სახელმწიფოს არანირი პერსპექტივა არ აქვს. მით უმეტეს, როდესაც საბოლოოდ მოხდა ჩამოშორება ევროპული ინტეგრაციის გზიდან. -თქვა  ირაკლი ფავლენიშვილმა, "ერთიანი - ნაციონალური მოძრაობის" მმართველობითი საბჭოს ხელმძღვანელმა.

არაფერი იმ იდეალებიდან იმ გეგმებიდან, იმ დაპირებებიდან, რამაც გააერთიანა აქართველი ხალხის უმრავლესობა 2012 წელს დღეს არაფერი დარჩენილა, ფატქტობრივად, დღეს "ქართული ოცნება" იქცა ანტი-ეროვნულ, ანტი-სახელმწიფოებრივ ორგანიზაციად, რომელიც გასულია საკონსტიტუციური ჩარჩოებიდან, რომელმაც ეს ყვეყანა ჩაფლო კორუფციის ჩაობში, რომელიც ჯარს, ბავშვებს, უპოვრებს ფულს პარავს, ოცნება არის ისპოლიტიკუტი ძალა, რომელიც ამ ქყევყანაში თავად შექმნა სისტემური პოლიტიკური კორუფცია ამაზე რათქმაუნდა პასუხიმგებლობა არის კოლეტქიური და არა ინდივიდუალური" - აცხადებს გიორგი შარაშიძე, გახარია-საქართველოსთვის წევრი, პარლამენტიტის დეპუტატი.

 

მსგავსი სიახლეები