მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა
მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - ინფორმაციას მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მიკროავტობუსს ბავშვები სოფელ ჩანტლისყურედან ახალსოფლის №1 საჯარო სკოლაში გადაჰყავდა.
მათივე ინფორმაციით, დაშავებულთაგან ერთს ხელის მტევანი აქვს მოტეხილი, მეორეს კი ლავიწის ძვალი გაუტყდა.
სამი ბავშვი კლინიკაში 112-ის ბრიგადამ გადაიყვანა. დანარჩენი მოსწავლეები კი, რომლებსაც მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდათ, პრევენციის მიზნით, სამედიცინო დაწესებულებაში მშობლებმა და ადგილზე მყოფმა პირებმა მიიყვანეს.
შემთხვევის ადგილზე პოლიცია და 112-ის ბრიგადა იმყოფებოდა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 276- ე მუხლით დაიწყო.