დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ხსნის, რა იგულისხმა საპატრიარქომ "მტკივნეულ რეგიონებში"

01.10.26 13:37
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ხსნის, რა იგულისხმა საპატრიარქომ "მტკივნეულ რეგიონებში"

 

 

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოიზ ანდრია ჯაღმაიძე "პირვეელბთან" სატელეფონო საუბარში განმარტავს, რა იგულისხმა საპატრიარქომ "მტკივნეულ რეგიონებში" - როგორც დეკანოიზი ამბობს, მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ ვიდეოსა და განცხადებაში ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალზე არაერთხელ არის ნახსენები სიტყვა "ოკუპაცია".

"იქ ნათქვამია ოკუპირებული და მერე ამბობს ადამიანი, რომ მტკივნეულია - ე.ი. ოკუპაცია მტკივნეულია, რა არის ამაში გაუგებარი?" - ამბობს ანდრია ჯაღმაიძე. 

რამდენჯერ უნდა ვახსენო (ოკუპირებული ტერიტორიები). ხომ არის ნათქვამი იქ, რომ ეს არის  აფხაზეთის და სამაჩაბლოს რეგიონები, არის ოკუპირებული და არის მტკივნეული. რა არის ამაში გაუგებარი? როდესაც ვრცელია ინტერვიუ და ვრცელია და იქ ნათქვამია ოკუპირებული და მერე ამბობს ადამიანი, რომ მტკივნეულია - ე.ი. ოკუპაცია მტკივნეულია, რად უნდა ამას ჩაძიება, რა არის ამაში გაუგებარი? 

მთელი საუბარი კათოლიკოს-პატრიარქ შიო მესამის მხრიდან ეძღვნებოდა სწორედ აი ამ პრობლემებს, რაც იქ გააჩნიათ ქართველებს, იმას, რომ იქ საქართველოს ეკლესია ვერ ახერხებს იქ მსახურების განხორციელებას. კონკრეტულად ახლა ნაბიჯები რა შეიძლება გაკეთდეს, გუშინ არ ყოფილა ამაზე საუბარი. საუბარი იმაზე იყო, რომ შესაძლებელი არის მოფიქრება, რა გაკეთდეს იმისათვის, რომ  რაღაცნაირად მოსკოვის ეკლესეიამაც ხელი შეუწყოს იმას, რომ ჩვენმა სასულიერო პირებმაც შეძლონ ჩასვლა ამ რეგიონებში", - განაცხადა ჯაღმაიძემ. 

საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია. დელეგაციას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ საპატრიარქო რეზიდენციაში უმასპინძლა.

თავდაპირველად ინფორმაცია და შეხვედრის კადრები საპატრიარქოს ტელევიზია "ერთსულოვნებამ" გაავრცელა.

ამის შემდეგ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმაც გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე ისაუბრეს, ასევე ყურადღება გამახვილდა "მტკივნეულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე" და იმაზე, თუ რა შეიძლება გაკეთდეს, რათა გამოინახოს გზები, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას შესაძლებლობა ჰქონდეს, ადგილობრივ მრევლთან ურთიერთობა დაამყაროს.

რუსეთის საპატრიარქოს მიერ დღეს 30 სექტემბერს გავრცელებული ოფიციალური განცხადებიდან კი გამჟღავნდა, რომ საქართველოს საპატრიარქო, რუსული დელეგაციის ვიზიტს ორი დღის განმავლობაში მალავდა

რუსეთის საპატრიარქომ 30 სექტემბერს 14:17 გაავრცელა ინფორმაცია, რომ თბილისში, რუსეთის საპატრიარქოს მაღალი რანგის დელეგაცია იყო და ისინი საქართველოში 28 სექტემბერს ჩამოვიდნენ. რამდენიმე საათში, უკვე საპატრიარქოს ტელევიზიამ გაავრცელა შეხვედრის ამსახველი კადრები და საპატრიარქოს ოფიციალური წარმომადგნელის კომენტარი. 

რუსეთის საპატრიარქოს პრესრელიზიდან დგინდება, რომ 28 სექტმებერს თბილისში ჩამოსულ რუს სასულიერო პირებს, დახვედრა მოუწყვეს თბილისის საერთაშორსო აეროპორტიში. 29 სექტემბერს კი იმყოფებოდნენ, გორსა და მცხეთაში.