ხატია სიჭინავას კორუფციაში ბრალდებული ლევან ახობაძის უდანაშაულობის სჯერა
გირაოთი გათავისუფლებული სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი, ლევან ახობაძე სახლში ჯერ არ მისულა - კორუფციაში ბრალდებულის სახლთან "ტვ პირველის" გადამრებმა ჯგუფმა მისი ოჯახის წევრები და ახლობლები ჩაწერა. ერთ-ერთი ვისაც, "პირველებმა" კითხვები დაუსვა "ოცნების" მხარდამჭერი და ტელეწამყვანი ხატია სიჭინავაა.
სიჭინავა ტელეკამერების წინ ირწმუნებოდა, რომ კორუფციაში ბრალდებული ახობაძის უდანაშაულობის სჯეროდა და ისიც ზუსტად იცოდა, რომ ახობაძეს გაამართლებდნენ.
სიჭინავას ეჭვი ეპარება, რომ სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილეს ყოფილი ან მოქმედი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ ჩვენება მიეცა და ამის გამო გათავისუფლებულიყო.
მართლა პროფესიონალია და ძალიან გამიკვირდა, ჯერ რომ დაიჭირეს და მაინც ვიცოდი, რომ საბოლოო ჯამში გაამართლებდნენ. არ არის ლევანი ეს ტიპი და არ მგონია, მას ვინმეს წინააღმდეგ მიეცა ჩვენება. ზოგადად, ისეთი სამსახური ჰქონდა, ალბათ რაღაცა ეჭვები გაჩნდა, და დაიწყეს გამოძიება, ალბათ, სულ ეს იყო . რას უკავშირებდნენ, ეს არ ვიცი.
(შიდაპარტიულ დაპირისპირებას უკავშრებთ?) მართლა არ ვიცი. ასე ახლოს არ ვარ ამ სფეროსთან, შიდადასპირისპირებები რომ ასე ვიცოდე, მაგრამ მე ვიცი ის, მე რაც მეგონა, რომ ლევანი გამართლდებოდა საბოლოო ჯამში". - განაცხადა ხატია სიჭინავამ.
კორუფციულ დანაშაულში ბრალდებულ ლევან ახობაძე 500 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო თარაშვილმა მიიღო.
ლევან ახობაძეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავებიან. პროკურატურა ამტკიცებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, მეწარმეს დახმარების სანაცვლოდ სანაცვლოდაც ქრთამის სახით 500 000 ლარი მოითხოვა, [საბოლოოდ 250 000 ლარის გადაცემაზე შეთანხმდნენ].
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.