სანქცირებული მჟავანაძე ამტკიცებს, რომ ბრიტანეთს "მისი ეშინია"

01.10.26 17:32
სანქცირებული მჟავანაძე ამტკიცებს, რომ ბრიტანეთს "მისი ეშინია"

 

 

„სეზონი TV-ის“ ყოფილი წამყვანი და Taonews-ის ხელმძღვანელი ნიკოლოზ მჟავანაძე დიდი ბრიტანეთის მიერ მის დასანქცირებას ვიდომიმართვით პასუხობს. 

სანქცირებული მჟავანაძე ბრიტანეთის გადაწყვეტილებას "სამარცხვინოს" უწოდებს და ამტკიცებს, გაერთიანებულ სამეფოს "მისი ეშინია".

არადა, აი ახლა იგეგმებოდა, ამ დღეებში დიდ ბრიტანეთში ჩემი ვიზიტი, სამეფო ოჯახსი მიწვევით უნდა ჩავსულიყავი და ნუ ძალიან სამწუხაროა ეს ფაქტი. ვაი, რა სამარცხვინოები ხართ. აი რა უნდა ვთქვა ახლა. რა დონეზე არიან უკვე, რომ ეშინიათ ყველაფრით. ეშინიათ იმის, რომ ადამიანების მიერ გამოთქმული პოზიციები მათ პოლიტიკას ავნებს, იმიტომ, რომ ყველგან აქვთ ცუდად საქმე, ამიტომაც ასეთ ბერკეტებს ამუშავებენ", - ამბობს ნიკოლოზ მჟავანაძე. 

დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულთა შორის ერთ-ერთი კახა კალაძის დის ქმარი, პაატა აბულაძეა. ასევე სანქცირებულთა შორის მოხვდა, მამუკა ფიფია - [პარტია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“] ნიკოლოზ მჟავანაძე [„სეზონი TV-ის“ ყოფილი წამყვანი,  Taonews-ის ხელმძღვანელი] და გიორგი ირემაძე [სოლიდარობა მშვიდობისთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი და „საქართველოს ახალგაზრდა ევრაზიელთა კავშირის“ დამფუძნებელი]. 

სანქციები ასევე შეეხო ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მოქმედ და ყოფილ ე.წ. პრეზიდენტებს, მარატ კამბოლოვსა და ალან გაგლოევს.

ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, სანქცირებული  პირები კრემლის დეზინფორმაციის გავრცელებით არიან დაკავებულები.

სანქცირებული მოქალაქეებისთვის დაწესებული შეზღუდვები გულისხმობს აქტივების გაყინვას და დიდ ბრიტანეთში მოგზაურობის შეზღუდვას.

ამავე თემაზე: