საქართველოს ბანკმა ახალი, SUPER ნაკრები გამოუშვა
საქართველოს ბანკმა საცალო მომსახურების მიმართულებით ახალი ყოველთვიური Subscription ნაკრები — SUPER წარადგინა. ახალი ნაკრები ყოველდღიური საბანკო მომსახურების ხარჯებს, ექსკლუზიურ პირობებსა და გაზრდილ სარგებელს აერთიანებს.
ნაკრების ფარგლებში მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია სუპერ PLUS Visa ბარათი, რომელიც სპეციალურად ამ ნაკრებისთვის, Visa-სთან პარტნიორობით შეიქმნა. ბარათი მფლობელებს სადებეტო მიმართულებით საცალო ბაზარზე მაღალ PLUS სარგებელს სთავაზობს:
საქართველოს ბანკის ტერმინალებზე გადახდისას ყოველ 1 ლარზე 2.1 PLUS ქულა ირიცხება;
სუპერმარკეტებსა და ბენზინგასამართ სადგურებზე სუპერ PLUS Visa ბარათით გადახდისას ქულები ორმაგდება (2X PLUS; ყოველთვიურად გაორმაგებით მაქს. 10. 000 PLUS ქულა);
მომხმარებლებს მობილბანკიდან ყოველთვიურად შეუძლიათ თავად აირჩიონ სასურველი PLUS შეთავაზებები კიდევ უფრო მეტი ქულის დასაგროვებლად.
SUPER ნაკრების ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ვალუტის კონვერტაციის სტანდარტულზე უკეთესი კურსია. მომხმარებლები მობილბანკსა და ინტერნეტბანკში ვალუტის (GEL, USD, EUR) სტანდარტულზე უკეთესი კურსით გადაცვლას ყოველთვიურად 10 000 ლარის ლიმიტის ფარგლებში შეძლებენ.
ამასთანავე, ნაკრების მომხმარებლები პარტნიორ ობიექტებში PLUS ქულებით გადახდისას მუდმივი 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ (შეთავაზებების მიხედვით მაქსიმუმ 50%-მდე), ხოლო მობილბანკიდან ტრანზაქციები მყისიერად, 24/7 რეჟიმში აისახება.
SUPER ნაკრების და სუპერ PLUS Visa ბარათის შეკვეთა მომხმარებლებს საქართველოს ბანკის სხვა არხებთან ერთად, მობილბანკიდან მარტივად შეუძლიათ.
NS