დედა, რომლის პატიმარი შვილიც ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს, ამბობს, რომ მიხეილ ყაველაშვილის მეუღლეს შეხვდა
პატიმრის დედა, რომლის შვილიც ბადრაგს გაუპატირებაში ადანაშაულებს, ამბობს, რომ მიხეილ ყაველაშვილის მეუღლეს შეხვდა და სთხოვა, მეუღლისთვის გადაეცა, მოეკითხა, რა ხდებოდა ციხეებში.
თუმცა, ირმა დავითიძის თქმით, მიუხედავად იმის, რომ უკვე 2-3 თვე გავიდა, დღემდე მას არავინ შეხმიანებია.
მე მივმართე ყველას, მათ შორის ქალბატონი თამარი, რომელიც შემთხვევით შემხვდა, ჩემს მეზობლად, ერთ-ერთ სალონთან, ყაველაშვილის მეუღლე, ვაკეში, მე მივედი მასთან და ვუთხარი, რომ ასეთი რაღაცები ხდება ციხეებში და იქნებ თქვენ მეუღლეს გადასცეთქო. ჩემი ტელეფონი დავუტოვე და ვთხოვე პრეზიდენტისთვის გადაეცა, რა ხდება ციხეებეში, ეს იყო დაახლოებით 2-3 თვის წინ. არც არავის დაურეკავს და არც არავის მოუკითხავს ეს საკითხი. ქალბატონმა თამარმა ერთ-ერთ გადაცემაში თქვა, რომ ყველა შვილები ჩემი შვილებიაო, ასეთი ჰუმანური განაცხადი გააკეთა და სად ხარ ქალბატონო თამარ, იქნებ ხმა ამოგეღო თავის დროზე, მე რომ აქ ჯდომა არ დამჭირვებოდა დღეს, იქნება თავის დროზე მიგეტანათ გულთან ეს მდგომარეობა, - განაცხადა ირმა დავითიძემ.
მან ასევე მოუწოდა პატიმრების ოჯახის წევრებს და ყველას, ვინც მათი ამბავი გულთან მიიტანა, ხვალ, 3 ოქტომბერს, 12:00 საათზე, რუსთავის მე-6 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან დაგეგმილ აქციას შუერთდნენ.
შევიკრიბოთ და გვერდში დავუდგეთ პატიმრებს- თქვა მან.
რა მოხდა რუსთავის ციხეში - პატიმარ გიორგი დავითაძის ბრალდების შემდეგ, რომლის მიხედვითაც ის ბადრაგმა გააუპატიურა, პენიტენციური სამსახურმა 2025 წლის 21 დეკემბერს დეესკალაციის ოთახში გადაღებული 4 წუთიანი ვიდეომასალა გაავრცელა.
კადრებში ჩანს ფიზიკური დაპირისპირება ბადრაგსა და პატიმარ დავითაძეს შორის. პაატა სალიას უწყება ირწმუნება, რომ პატიმარი ტყუის, როცა სექსუალურ ძალადობაზე საუბრობს.
შეგახსნებეთ, რომ პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს - შოკისმომგვრელი ჩვენება 36 წლის კაცმა სააპელაციო სასამართლოს დარბაზში მისცა. მეექვსე პენიტენცირი დაწესებულების ბინადარი, გიორგი დავითაძე მოსამართლეს უმტკიცებდა, რომ ციხის სამარტოო საკანში, შურისძიების, დამცირების და ღირსების შელახვის მოტივით, მასზე სექსუალურად იძალადეს.
პატიმრის თანახმად, უმძიმეს დანაშაულს 10-მდე თანამონაწილე ჰყავს - ისინიც ციხის ბადრაგები არიან. კაცის თქმით, არცერთი ბადრაგი ამ დრომდე პასუხისგებააში არ არის მიცემული.