"შოკისმომგვრელია" - პატიმრის ცოლმა პენიტენციურის კადრები "ტვ პირველის" გადაცემაში სტუმრობისას ნახა

02.10.26 15:00
"შოკისმომგვრელია" - პატიმრის ცოლმა პენიტენციურის კადრები "ტვ პირველის" გადაცემაში სტუმრობისას ნახა

სავარაუდო გაუპატიურება ციხეში  - პატიმარ გიორგი დავითაძის ცოლმა, თამარ რამიშვილმა პენიტენციურის მიერ გავრცელებული კადრები მაშინ ნახა, როცა "ტვ პირველის" გადაცემა "დღის ამბებში" სტუმრად იმყოფებოდა.

თამარ რამიშვილი ამბობს, რომ შოკისმომგვრელია მისთვის, რაც ნახა და რაც გუშინ მისი ქმრისგან სააპლეაციო სასამართლოში მოისმინა.

ქალი სხვა პატიმრებსაც მიმართავს და "ტვ პირველის" ეთერიდან მოუწოდებს, რომ მსგავს ფაქტებზე ხმამაღლა ისაუბრონ.

"ახლა ამ წამს ვნახე ეს კადრები პირველად, და შოკისმომგვრელია ჩემთვის ის რაც გუშინ სასამართლოში მოვისმინე  და დღეს რაც აქ ვნახე. ეს ჩემს მეუღლეს ეხება. წარმოიდგინეთ, ვინც ჩემს ქმარს იცნობს, როგორიც არის და ეს გაუბედეს, სხვას რას უზამებ, გთხოვთ პატიმრებო, დარწმუნებული ვარ არაერთი ხართ, ვისაც ეს შეგეხოთ, მოიწერეთ, თქვით, ილაპარაკეთ, ეს თქვენს კაცობას ვერ შეეხება. 

ახლა ყველამ ნახეთ, რა საჭიროებას წარმოადგენდა, რომ გიორგისთან მისულიიყო ამდენი ბადრაგი და გაეკავებინათ. რისთვსი იყო გაკავება საჭირო? 

გარდა ამისა შოთა ტრაპაიძე, რომელიც არის ამ ციხის დირექტორი, მის მიმართ არაერთელ ყოფილა მსგავსი რამ გაჟღერებული პატიმრებისგან". - ამბობს თამარ რამიშვილი. 

რა მოხდა რუსთავის ციხეში -  პატიმარ გიორგი დავითაძის ბრალდების შემდეგ, რომლის მიხედვითაც ის ბადრაგმა გააუპატიურა, პენიტენციური სამსახურმა 2025 წლის 21 დეკემბერს  დეესკალაციის ოთახში გადაღებული 4 წუთიანი ვიდეომასალა გაავრცელა.

კადრებში ჩანს ფიზიკური დაპირისპირება ბადრაგსა და პატიმარ დავითაძეს შორის. პაატა სალიას უწყება ირწმუნება, რომ პატიმარი ტყუის, როცა სექსუალურ ძალადობაზე საუბრობს. 

შეგახსნებეთ, რომ პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს -  შოკისმომგვრელი ჩვენება 36 წლის კაცმა სააპელაციო სასამართლოს დარბაზში მისცა. მეექვსე პენიტენცირი დაწესებულების ბინადარი, გიორგი დავითაძე მოსამართლეს უმტკიცებდა, რომ ციხის სამარტოო საკანში, შურისძიების, დამცირების და ღირსების შელახვის მოტივით, მასზე სექსუალურად იძალადეს.

პატიმრის თანახმად, უმძიმეს დანაშაულს 10-მდე თანამონაწილე ჰყავს -  ისინიც ციხის ბადრაგები არიან. კაცის თქმით, არცერთი ბადრაგი ამ დრომდე პასუხისგებააში არ არის მიცემული.