თუ ციხეში პატიმრების წამება გაგრძელდა, ამას უნდა გადაჰყვეს კობახიძის მმართველობა - ირმა ინაშვილი
"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერის, ირმა ინაშვილის თქმით, თუ პატიმარ გიორგი დავითაძის მსგავსად, რომელიც ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს, სხვა პატიმრებიც გამოჩნდებიან, რომლებცი ანალოგიურ მოპყრობაზე ისაუბრებსნ, მაშნ ამას ირაკლი კობახიძის მთავრობა "გადაყვება".
პოლიტიკოსის თქმით, ის ესაუბრა სახალხო დამცველს და მისგან მიიღო პირობა, რომ პატიმართა ნომერ მეექვსე დაწესებულებაში ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლები კიდევ შევლენ და უფრო დეტალურად შეისწავლიან საკითხს.
მე დღეს შევხდი სახალხო დამცველს. მან მითხრა, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლები ამ განცხადების შემდეგ ისევ შევლენ გიორგი დავითაძესთან, მოინახულებენ მას. კიდევ მიიღებენ ინფორმაციას გიორგისგნა, ასევე შეეცდებიან, რომ საგამოძიებო ორგანოებსაც მიმართონ. მე ვფიქრობ, რომ აუცილებელია ამ ფაქთან დაკავშირებით დაიწყოს გამოძიება და დაისაჯოს ყველა დამნაშავე პირი. აუცილებელია ექსპერტიზა, საფუძვლიანი გამოძიების ჩატარება და მანამდე აი ამ წამებაში მონაწილე პირების გამოყვანა სასჯელაღასრულების სისტემიდიდან. ამას გადაყვა სააკაშვილი. პატიმრების წამების თემას გადაყვა ის რეჟიმი და თუ ეს ყველაფერი კიდევ სხვა პატიმრების ჩვენებებითაც გაგრძელდა, ამას უნდა გადაყვეს კობახიძის მმართველობა". - აცახდებს ირმა ინაშვილი.
რა მოხდა რუსთავის ციხეში - პატიმარ გიორგი დავითაძის ბრალდების შემდეგ, რომლის მიხედვითაც ის ბადრაგმა გააუპატიურა, პენიტენციური სამსახურმა 2025 წლის 21 დეკემბერს დეესკალაციის ოთახში გადაღებული 4 წუთიანი ვიდეომასალა გაავრცელა.
კადრებში ჩანს ფიზიკური დაპირისპირება ბადრაგსა და პატიმარ დავითაძეს შორის. პაატა სალიას უწყება ირწმუნება, რომ პატიმარი ტყუის, როცა სექსუალურ ძალადობაზე საუბრობს.
შეგახსნებეთ, რომ პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს - შოკისმომგვრელი ჩვენება 36 წლის კაცმა სააპელაციო სასამართლოს დარბაზში მისცა. მეექვსე პენიტენცირი დაწესებულების ბინადარი, გიორგი დავითაძე მოსამართლეს უმტკიცებდა, რომ ციხის სამარტოო საკანში, შურისძიების, დამცირების და ღირსების შელახვის მოტივით, მასზე სექსუალურად იძალადეს.
პატიმრის თანახმად, უმძიმეს დანაშაულს 10-მდე თანამონაწილე ჰყავს - ისინიც ციხის ბადრაგები არიან. კაცის თქმით, არცერთი ბადრაგი ამ დრომდე პასუხისგებააში არ არის მიცემული.