166-ე სკოლის წარმომადგენლები მიქანაძის უწყებაში შეხვედრას მართავენ - აქციაა პარალელურად შენობის გარეთ
დასანგრევად დაკეტილი კიდევ ერთი სკოლის მოსწავლეების მშობლები ამ წუთებში განათლების სამინისტროში იმყოფებიან.
166-ე სკოლის წარმომადგენლები მიქანაძის უწყებაში შეთავაზებით მივიდნენ. მათ შეარჩიეს სპეციალური ფართი სადაც მოზარდებისთვის სასწავლო პროცესის განახლებას ითხოვენ.
შეხვედრის პარალელურად მიმდინარეობას აქცია შენობის გარეთაც.
მშობლებს აინტერესებთ, თუ შენობა ავარიული და დასანგრევი იყო, მაშინ რატომ შეუშვეს იქ რამდენიმე კვირის წინ მოზარდები.
სკოლა არის 2 ნაწილად გაყოფილი. პირველი ნაწილი, ანუ დაწყებითებიდან მე-7 კლასამდე არის 155-ე სკოლაში შეხიზნული და სასაწავლო პროცესი იწყება 3-ის 20 წთზე და სწრულდება 7-ის წუთებზე, რაც ძალიან რთულია. თან მოგეხსენებათ, რომ სკოლაში სწავლობენ ბავშვები, რომლებიც სპეციალური საჭიროების მქონეები არიან და მათთვის ეს გრაფიკი ყოვლად მიუღებელია. გაანთლების მინსიტრის მოადგილემ როგორც გვითხრა, რომ შეგვეძლო ალტერნატიული ფართი ჩვენც მოგვეძია და ინფორმაცია მიგვეწოდებინა, მოვიძიეთ ფართი, გუშინ შევიტანეთ ამ ფართზე განცხადებაც, სამინისტროდან პასუხიც მივიღეთ. 1 კვირაა საჭირო, იქ არსებული ტერიტორია შეისწავლონ, - ამბობს ერთ-ერთი მშობელი.