სტიქაროსნის გარდაცვალების საქმე - ხადურის დედისა და გვარაკიძის მოადგილის შეხვედრაზე პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს

02.10.26 16:16
სტიქაროსნის გარდაცვალების საქმე - ხადურის დედისა და გვარაკიძის მოადგილის შეხვედრაზე პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს

სტიქაროსნის გარდაცვალების საქმე - საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ზურაბ ბელთაძე ორი წლის წინ გარდაცვლილი სტიქაროსნის, თემურ ხადურის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით გარდაცვლილის დედას, ნინო გვიშიანს შეხვდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრას ესწრებოდა სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე დაზარალებულთა საჩივრების განმხილველი საბჭოს თავმჯდომარე, თამარ ბეჟუაშვილი.

სწორედ სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე დაზარალებულთა საჩივრების განმხილველი საბჭო შეისწავლის თემურ ხადურის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეს

„შეხვედრაზე ნინო გვიშიანს მიეწოდა ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის დეტალების, გამოძიების მიმდინარეობის და ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებების შესახებ.

თემურ ხადურის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეს სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე დაზარალებულთა საჩივრების განმხილველი საბჭო შეისწავლის, რომლის ფარგლებშიც საბჭოს მჭიდრო კომუნიკაცია ექნება ნინო გვიშიანთან. ასევე, საქმის შესწავლის შედეგების და შემდგომი ღონისძიებების შესახებ დეტალურად ეცნობება საზოგადოებას”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

  • შეგახსენებთ, რომ ქუთაისი - თერჯოლის მაგისტრალზე მომხდარ ფაქტზე ჟურნალისტური გამოძიება "შაბათის ეთერმა"  ერთი წლის წინ გამოაქვეყნა.

TV პირველის გამომძიებელ ჟურნალისტთა ოფისის წარმომადგენლებმა მოიპოვეს ვიდეო-მტკიცებულებები.  სოფელ სიმონეთში, ერთ-ერთ ფერმაზე დამონტაჟებული კამერის ჩანაწერში ჩანს, თუ როგორ მიმდინარეობს დევნის  ოპერაცია დაუსახლებელ ადგილას. 

ჩანაწერის მიხედვით: 

  • 2024 წლის 25 აგვისტოს 22 საათსა და 28 წუთზე  თერჯოლის რაიონული სამმართველოს კუთვნილი პიკაპი ფერმასთან ჩნდება ამ ადგილი დაახლოებით 300 მეტრის დაშორებით მდინარის პირას სტიქაროსანი გარდაცვლილი ნახეს. 
  • კადრში ჩანს, რომ პოლიციელები სტიქაროსან ფერმის გარშემო ფანრებით ეძებენ. მანქანა დაუსახლებელი ტერიტორიიდან 7 წუთში, 22 საათსა და 34 წუთზე მიდის. [დედა არ გამორიცხავს, რომ მისი შვილი ამ დროს სასტიკად სცემეს და შემოაკვდათ]. 

მაშინ, ადგილზე მისულ "შაბათის ეთერთან" პოლიცია, არ აღიარებდა, რომ 23 წლის სტიქაროსნის მინდორ მინდორ ეძებდა. წესით, დევნის სპეცოპერაცია ნახშირღელის პოლიციის შენობაზე დამონტაჟებული კამერებსაც უნდა დაეფიქსირებინათ, თუმცა ეს ჩანაწერები გამქრალია. 

თემო ხადურის ცხედარი 2024 წლის 28 აგვისტოს, მდინარე წაჩხურას კალაპოტში ადგილობრივებმა იპოვეს. 

მომწეები, რომელთა ჩვენებები საქმეში დევს, ამტკიცებენ, რომ თემო ხადურმა ტყიბულის პოლიციის უფროსის მოადგილის ლაშა ლაბუჩიძის მანქანა დააზიანა, ამ დროს ადგილზე თერჯოლის პოლიციის უფროსის მოადგილე კახაბერ ნებიერიძე მივიდა. ამ წუთიდან სტიქაროსნის კვალი იკარგება. თვითმხილველები ამტკიცებენ, რომ პოლიციამ თემო ხადურის დევნას ოპერაცია დაიწყო და მოხდა ჰაერში გასროლაც.