მედია: ქობულეთის სამედიცინო ცენტრში ნასვამმა პირებმა ექიმები სცემეს

02.10.26 16:23
მედია: ქობულეთის სამედიცინო ცენტრში ნასვამმა პირებმა ექიმები სცემეს

ქობულეთის სამედიცინო ცენტრის ემერჯენსის განყოფილებაში ექიმები სცემეს - ინფომაციას „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, პირებმა დააზიანეს სამედიცინო ინვენტარი დააზიანეს.

„აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, ინციდენტში მონაწილე ორი კაცი დაკავებულია. 

კლინიკის დირექტორის, ლაშა რომანაძის განცხადებით, კაცები სამედიცინო დაწესებულებაში პირველადი დახმარების მისაღებად შევიდნენ. მისი თქმით, ისინი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ და კლინიკის ერთ-ერთი მედპერსონალის მიერ გაწეულ დახმარებაზე უარი განაცხადეს, რის შემდეგაც ფიზიკურ ძალადობაზე გადავიდნენ.

დაპირისპირების შედეგად დაზიანებები მიიღეს კლინიკის თანამშრომლებმა. კლინიკის დირექტორის ინფორმაციით, მედპერსონალი გამოიკითხა და თანამშრომლები ექსპერტიზაზეც გადაიყვანეს. ექსპერტიზამ მედპერსონალსა და განყოფილების ხელმძღვანელს მრავლობითი დაზიანებები დაუდგინა.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. პოლიციამ ორი პირი ადგილზე დააკავა.

მსგავსი სიახლეები