საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის 21-ე ნაკადი გაიმართა. პროგრამა ქალ ლიდერებსა და მეწარმეებს საკუთარი ბიზნესიდეების განვითარებასა და რეალიზებაში 360°-იან მხარდაჭერას სთავაზობს - იდეიდან ბიზნესის განვითარებამდე.
ინიციატივა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით ხორციელდება.
სექტემბერში გამართული ინტენსიური ვორკშოპების ფარგლებში, 18-მა მეწარმე ქალმა ბიზნესის მართვისთვის საჭირო თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება მიიღო. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, ექსპერტების დახმარებით ემუშავათ საკუთარ ბიზნესიდეებზე და განევითარებინათ სამეწარმეო საქმიანობისთვის საჭირო უნარები.
საქართველოს ბანკისთვის მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მხარდაჭერა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისა და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით განხორციელებული ინიციატივების ნაწილია.
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია პროგრამის ვებგვერდზე.
NS