სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა ყაველაშვილთან შეხვედრას მოითხოვს
დედა, რომლის პატიმარი შვილი ციხეში გაუპატიურებაზე საუბრობს, მიხეილ ყაველაშვილთან შეხვედრას ითხოვს - ირმა დავითაძე ამბობს, რომ სტრასბურგამდე ჩაიტანს ყველა ინფორმაციას და რომ იმ "ხელისუფლებას, რომელცი თავად მოიყვანა, ისე წაიყვანს".
ქალი რომელიც "ოცნების" ყოფილი დეპუტატის, ავთანდილ დავითაძის ცოლია, ამბობს, რომ ივანშვილის გუნდის წევრებს, მათ შორის თეა წულუკიანს დაურეკა და შეხვედრა სთხოვა თავისი შვილის საკითხზე, თუმცა წულუკიანი მას არ შეხვდა.
სტრასბურგამდე ჩავალ, ყვეალფერს წავიღებ და ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან. მოვითხოვ, სასწრაფოდ შემხვდეს ქვეყნის პრეზიდენტი და გაგვესაუბროს, მიიღოს ზომები, გამოძახონ ეს ვაი-მინისტრები და იქ განვიხილოთ ეს ყველაფერი. ყველას მივმართე, არავინ ყურს არ იღო. ვის არ დავურეკე - თეა წულუკიანს, რომელ ერთს არ დავურეკე. თეამ რა თქვა და არაფერი, არც შემხვდა. არ აინტერესებთ ახლა, თბილად ზიან კაბინეტებში და რაში აინტერესებთ ჩემი ამბები მათ, ვინც მე და ჩემმა ოჯახმა მოვიყვანეთ, რატომ არ დაიქცა ის დღე", - ამბობს ირმა დავითაძე.
რა მოხდა რუსთავის ციხეში - პატიმარ გიორგი დავითაძის ბრალდების შემდეგ, რომლის მიხედვითაც ის ბადრაგმა გააუპატიურა, პენიტენციური სამსახურმა 2025 წლის 21 დეკემბერს დეესკალაციის ოთახში გადაღებული 4 წუთიანი ვიდეომასალა გაავრცელა.
კადრებში ჩანს ფიზიკური დაპირისპირება ბადრაგსა და პატიმარ დავითაძეს შორის. პაატა სალიას უწყება ირწმუნება, რომ პატიმარი ტყუის, როცა სექსუალურ ძალადობაზე საუბრობს.
შეგახსნებეთ, რომ პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს - შოკისმომგვრელი ჩვენება 36 წლის კაცმა სააპელაციო სასამართლოს დარბაზში მისცა. მეექვსე პენიტენცირი დაწესებულების ბინადარი, გიორგი დავითაძე მოსამართლეს უმტკიცებდა, რომ ციხის სამარტოო საკანში, შურისძიების, დამცირების და ღირსების შელახვის მოტივით, მასზე სექსუალურად იძალადეს.
პატიმრის თანახმად, უმძიმეს დანაშაულს 10-მდე თანამონაწილე ჰყავს - ისინიც ციხის ბადრაგები არიან. კაცის თქმით, არცერთი ბადრაგი ამ დრომდე პასუხისგებააში არ არის მიცემული.