ციხეების უფროსი მადლობას უხდის იმ საპატიმროს თანამშრომლებს, რომლის პატიმარიც ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს

02.10.26 17:27
ციხეების უფროსი მადლობას უხდის იმ საპატიმროს თანამშრომლებს, რომლის პატიმარიც ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს

 

 

ციხეების უფროსი მადლობას უხდის იმ პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს, რომლის პატიმარიც ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს.

პენიტენციურის მიერ კადრების შემდეგ მივიღეთ გიორგი პატარიძის ჩაწერილი კომენტარი. ციხეების უფროსი ამტკიცებს, რომ პატიმარ გიორგი დავითაძის მიმართ არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. 

გავრცელებულ ვიდეომასალაში ცალსახად და ნათლად ჩანს, რომ არამც თუ ღირსების შემლახავ ფაქტებს, არამედ ძალის გადამეტებასაც კი არ ჰქონია ადგილი, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავხადო ნომერ მეექსვსე პენიტენციური დაწესებულების უკლებლივ ყველა თანამშრომელს, რომლებიც გამორიჩევიან მაღალი პროფესიონალიზმით და აქვე განვმეორდები და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ დაინტერესებულ მხარეებს, რომ კანონმდებლობის სრული დაცვით გამოითხოონ შესაბამისი ვიდეომასალა, რომელიც უკვე ითვალისწუინებს 2026 წლის 3 მარტიდან დღეის მდგომარეობით სრულ გადაადგილებას მსჯავრდებულ დავითაძესი ნომერ მეექვსე პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე. 

და ბოლოს, კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო საზოგადოებას, რომ თავი შეიკავონ ცრუ და მიზანმიმართული დეზინფორმაციის გავრცელებისგან", - ამბობს პატარიძე. 

რა მოხდა რუსთავის ციხეში -  პატიმარ გიორგი დავითაძის ბრალდების შემდეგ, რომლის მიხედვითაც ის ბადრაგმა გააუპატიურა, პენიტენციური სამსახურმა 2025 წლის 21 დეკემბერს  დეესკალაციის ოთახში გადაღებული 4 წუთიანი ვიდეომასალა გაავრცელა.

კადრებში ჩანს ფიზიკური დაპირისპირება ბადრაგსა და პატიმარ დავითაძეს შორის. პაატა სალიას უწყება ირწმუნება, რომ პატიმარი ტყუის, როცა სექსუალურ ძალადობაზე საუბრობს. 

შეგახსნებეთ, რომ პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს -  შოკისმომგვრელი ჩვენება 36 წლის კაცმა სააპელაციო სასამართლოს დარბაზში მისცა. მეექვსე პენიტენცირი დაწესებულების ბინადარი, გიორგი დავითაძე მოსამართლეს უმტკიცებდა, რომ ციხის სამარტოო საკანში, შურისძიების, დამცირების და ღირსების შელახვის მოტივით, მასზე სექსუალურად იძალადეს.

პატიმრის თანახმად, უმძიმეს დანაშაულს 10-მდე თანამონაწილე ჰყავს -  ისინიც ციხის ბადრაგები არიან. კაცის თქმით, არცერთი ბადრაგი ამ დრომდე პასუხისგებააში არ არის მიცემული.