დავითაძეების ოჯახი ყველა იმ ბადრაგის იდენტიფიცირებას ითხოვს, რომელიც სავარაუდო ძალადობაში მონაწილეობდა

03.10.26 15:14
დავითაძეების ოჯახი ყველა იმ ბადრაგის იდენტიფიცირებას ითხოვს, რომელიც სავარაუდო ძალადობაში მონაწილეობდა

 

 

"ოცნების" ყოფილი დეპუტატი, ავთანდილ დავითაძე, რომლის პატიმარი შვილი ნომერ მეექვსე პენიტენციურ დაწესებულებაში გაუპატიურების შესახებ საუბრობს, ყველა იმ ბადრაგის იდენტიფიცირებას ითხოვს, რომელიც დეესკალაციის საკანში სავარაუდო ძალადობაში მონაწილეობდა.

დავითაძე ეხმაურება ციხეების უფოროსის, გიორგი პატარიძის განცხადებასაც, რომელმაც ნომერ მეექვსე პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს გუშინ მადლობა გადაუხადა. 

თითოეული ამ მოძალადე ჯალათის ფოტო უნდა იყოს იდენტიფიცირებული და ქვეყანას უნდა ვაცნობოთ, როგორი ჯალათური სისტემა მართავს  ნომერ მეექვსე დაწესებულებას. ამხელა თანამდებობის პირი, რომელსაც აბარია სასჯელაღსრულების დეპარტამენტი და ვალდებულია დაიცვას ყველა პატიმრის ღირსება და უფლებები, გამოდის და ამის მერე კიდევ ერთხელ მადლობას უხდის ჯალათ მოძალადეებს, მაგარი ბიჭები არიანო.  აი როგორ ვირწმუნო მე ამათი, ამ მომპალი სისტემისდ ა როგორ დავიძინო მე, როგორც მამამ, რომ ესენი ჩემს შვილს ხვალ და ზეგ უფრო უარესს არ მოუწყობენ", - ამბობს ავთანდილ დავითაძე. 

რა მოხდა რუსთავის ციხეში:

პატიმარ გიორგი დავითაძის ბრალდების შემდეგ, რომლის მიხედვითაც ის ბადრაგმა გააუპატიურა, პენიტენციური სამსახურმა 2025 წლის 21 დეკემბერს  დეესკალაციის ოთახში გადაღებული 4 წუთიანი ვიდეომასალა გაავრცელა.

კადრებში ჩანს ფიზიკური დაპირისპირება ბადრაგსა და პატიმარ დავითაძეს შორის. პაატა სალიას უწყება ირწმუნება, რომ პატიმარი ტყუის, როცა სექსუალურ ძალადობაზე საუბრობს. 

შეგახსნებეთ, რომ პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს -  შოკისმომგვრელი ჩვენება 36 წლის კაცმა სააპელაციო სასამართლოს დარბაზში მისცა. მეექვსე პენიტენცირი დაწესებულების ბინადარი, გიორგი დავითაძე მოსამართლეს უმტკიცებდა, რომ ციხის სამარტოო საკანში, შურისძიების, დამცირების და ღირსების შელახვის მოტივით, მასზე სექსუალურად იძალადეს.

პატიმრის თანახმად, უმძიმეს დანაშაულს 10-მდე თანამონაწილე ჰყავს -  ისინიც ციხის ბადრაგები არიან. კაცის თქმით, არცერთი ბადრაგი ამ დრომდე პასუხისგებააში არ არის მიცემული.